Poker Triple Crown-ს ჰარისონ გიმბელი იგებს - $645.922 დოლარით პირველი ადგილისთვის
2017 წლის WSOP-ის $3.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის 68-ე ივენთის გამარჯვებული ამერიკელი ჰარისონ გიმბელი გახდა, რომელმაც WSOP-ის პირველ სამაჯურთან ერთად $645.922 დოლარი მოიგო.
მე-3 ფინალურ დღემდე 37 მოთამაშემ მიაღწია. ჰარისონ გიმბელი კი ბოლოდან მე-2 ადგილზე იმყოფებოდა და ტურნირიდან გამოთიშვის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. "დღე სვინგებით დატვირთული აღმოჩნდა, - ამბობს გიმბელი, - მე ხან ჩიპლიდერი ვიყავი, ხან 3-4 ბიგ ბლაინდი მრჩებოდა. ალბათ, 12-ჯერ მაინც განმეორდა ასე. ჰედს-აპი საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა, რასაც არ ველოდი."
რა თქმა უნდა, მოგებული ივენთის საპრიზო თანხა გიმბელის კარიერაში საუკეთესოა. აქამდე, მისი საუკეთესო ანაზღაურებად $207.606 დოლარი ითვლებოდა, რომელიც მან 2012 წლის $1.500 დოლარიან Ante Only ივენთის მე-4 ადგილისთვის მიიღო. ფინალურ ჰედს-აპში, გიმბელმა ამერიკელი ჩენს კორნუთი დაამარცხა. ორთაბრძოლა სულ რაღაც 7 დარიგება გაგრძელდა: მომავალმა ჩემპიონმა ჯერ გაორმაგება, ხოლო შემდეგ სტეკების გათანაბრება მოახერხა. გადამწყვეტ ხელში კი კორნუთის TT-ს საკუთარი QQ დაუპირისპირა და პირველი ადგილი მოიპოვა.