სიტუაცია WSOP Main Event-ზე: დარჩენილია 7 მოთამაშე
2017 წლის WSOP-ის მეინ ივენთს სულ რაღაც 7 მოთამაშეღა შემორჩა. ორგანიზატორების ვარაუდით, დღეისთვის მხოლოდ 6, ხოლო ხვალისთვის კი - 3 ფინალისტი უნდა დარჩენილიყო. მაგრამ თამაში საკმაოდ ნელა ვითარდება.
ამ მომენტისთვის, მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერი სკოტ ბლუმშტაინია, რომელიც თამაშში არსებული ჩიპების ნახევარს ფლობს. მოთამაშეებზე მსგავსი დომინაციის მიუხედავად, ჯერჯერობით მას ფინალური მაგიდიდან არცერთი კონკურენტი არ გაუგდია. ბლუმშტაინმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარიგება ჯონ ჰესპთან ითამაშა, რომლის შედეგადაც მასიური ჩიპლიდი მოიპოვა. დარიგების დროს, ბლუმშტაინმა AA-ით რეიზი გააკეთა, რასაც ჰეპსმა AT-ით უპასუხა. A75 ფლოპზე ორივე მოთამაშემ ჩექი ითამაშა, ხოლო T-ის დადების შემდეგ ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩდნენ. ბლუმშტაინმა ბორდის დასრულებამდე იზეიმა გამარჯვება და ტურნირის მოგების შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა.
ტურნირის აუტსაიდერთა სიაში ბრიტანელი ჯეკ სინკლარი და ბენ ლემი მოხვდნენ. ამ უკანასკნელმა ბოლო 6 წლის განმავლობაში ორჯერ მოახერხა WSOP Main Event-ის ფინალურ მაგიდაზე თამაში. სტეკის სიმცირის მიუხედავად, უამრავი მოთამაშე გამარჯვებას სწორედ მას უწინასწარმეტყველებდა. სამწუხაროდ, ამერიკელმა მხოლოდ მე-9 პოზიციაზე გასვლა მოახერხა, რომლისთვისაც ზუსტად $1.000.000 დოლარი მიიღო.