პოკერის ახალი მსოფლიო ჩემპიონი - სკოტ ბლამსტაინი WSOP მეინ ივენთს იგებს

პოკერის სამყაროს ახალი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს - სკოტ ბლამსტაინმა WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო, $8.150.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. ამერიკელმა მოთამაშემ 7.221 მონაწილისგან შემდგარი ფილდი დაამარცხა. ფინალური მაგიდის უმეტესი ნაწილი, მან, ჩიპლიდერის სტატუსით ითამაშა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბლამსტაინმა დენ ოთი დაამარცხა, მანამდე კი ფრანგი ბენჯამინ პოლაკი გაისტუმრა სამშობლოში.

როცა ჩემპიონს გამარჯვების შემდეგ აზრი ჰკითხეს, მან ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი: "მე კვლავ ეიფორიაში ვარ. მეგონა, გაცილებით ემოციური ვიქნებოდი, ვიდრე რეალურად ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ჩემი თამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. მე არამხოლოდ კარტებში გამიმართლა - ჩემს მეგობართან ერთად, რომელიც ჰედს-აპში საკმაოდ ძლიერია, წინასწარ დავსახე გეგმა, თუ რა უნდა გამეკეთებინა ფინალური სამეულისა და შემდეგ უკვე ჰედს-აპის დროს."

ფინალური დღე მომავალი ჩემპიონის ჩიპლიდით დაიწყო. მეორე ადგილს, სტეკის თვალსაზრისით, დენ ოთი, მესამეს კი - ბენჯამინ პოლაკი იკავებდნენ. როგორც პოლაკმა თამაშის დაწყებამდე თქვა, მას არაფერი ჰქონდა დასაკარგი და ის ბოლომდე ბრძოლას აპირებდა. მან მართლაც გაიბრძოლა რამდენჯერმე და პოზიციების გამოსწორებაც შეძლო, მაგრამ 88-ით დენ ოთის AQ-თან დამარცხების შემდეგ, 12 ბიგ ბლაინდით დარჩა.

რამდენიმე დარიგების შემდეგ, პოლაკმა QT-ით ოლ ინი გააკეთა, რასაც K9-ით ოთმა, შემდეგ კი AQ-ით ბლამსტაინმა უპასუხეს. ჩიპლიდერის ასეთი გადაწყვეტილება ორივე მოთამაშეს რისკის ქვეშ აყენებდა და, საუკეთესო ხელით, ტურნირის მომენტალურად დასრულების საშუალებას აძლევდა. მიუხედავად ამისა, დენ ოთმა ფლოპზე K მიიღო, რაც პოლაკის ბრძოლის დასასრულს და ოთის სტეკის მნიშვნელოვან ზრდას ნიშნავდა.

ფინალური ჰედს-აპი დენ ოთმა საკმაოდ კონსერვატულად ითამაშა, რაც ბლამსტაინს აგრესიული მანევრების საშუალებას აძლევდა. 65 დარიგების შემდეგ, ოთის მოთმინებამ შედეგი გამოიღო - მან გაორმაგება მოახერხა. WSOP-ის მთავარი ღონისძიების სამაჯურის მოსაგებად დენ ოთის იმედები ზუსტად შემდეგ დარიგებაზე დასრულდა: A8 დენ ოთს უპირატესობას აძლევდა და დარიგებაც უნდა მოეგო; ბლამსტაინის A2, ოთის კარტების გათვალისწინებით, მძიმე დომინაციის ქვეშ მოხვდა, მაგრამ რივერზე დადებულმა 2-მა ტურნირის ბედი გადაწყვიტა. 

"3 აუტიანი დარიგება - არსებობს მეინ ივენთის მოგების უკეთესი ვერსია? - ხუმრობით იკითხა სკოტ ბლამსტაინმა, - როგორც წესი, ყველაზე უმნიშვნელო კარტმა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. მე 40 ბიგ ბლაინდიანი პოკერის სათამაშოდ ვემზადებოდი, 2-მა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა."

2017 წლის WSOP Main Event-ის ფინალური მაგიდა და საბოლოო ანაზღაურებები ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1სკოტ ბლამსტაინიაშშ$8.150.000
2დენ ოთიაშშ$4.700.000
3ბენჯამინ პოლაკისაფრანგეთი$3.500.000
4ჯონ ჰესპიდიდი ბრიტანეთი$2.600.000
5ანტუან საუტისაფრანგეთი$2.000.000
6ბრაიან პიკოლიაშშ$1.675.000
7დემიან სალასიარგენტინა$1.425.000
8ჯეკ სინკლერიდიდი ბრიტანეთი$1.200.000
9ბენ ლემიაშშ$1.000.000

 

რუმები

ქართული უცხოური