Isildu1-ის 2017 წლის მოგებამ $1.9 მილიონ დოლარს გადააჭარბა

შვედი ჰაი სტეიკს გრაინდერი და ონლაინ პოკერის ლეგენდა, ვიქტორ Isildur1 ბლომი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - ერთ დღეში მისმა პროფიტმა $500.000 დოლარს გადააჭარბა, რითიც მისი 2017 წლის საერთო მოგება $1.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უმეტესი ნაწილი პოტ-ლიმიტ ომაჰას მაგიდებზეა მოპოვებული.

ორშაბათი ბლომმა 2-7 ტრიპლ დროუს მაგიდებზე დაიწყო, როდესაც 2 საათსა და 40 წუთში გერმანელი donthnrmepls-ისგან $155.300 დოლარის მოგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ კვირის სესისაზე, შვედმა გერმანელთან $109.000 დოლარი წააგო. 

ამის შემდეგ ბლომი ფიქსირებული ლიმიტის ომაჰას მაგიდებზე გადავიდა, სადაც 40 წუთის განმავლობაში ალექსანდრ კოსტრიცინთან $3.600 დოლარი დაკარგა. მოგვიანებით, მან ჰოლანდიელ გრაინდერთან, Ravenswood13-თან 1.000 დარიგება ითამაშა და 4 საათში $40.000 დოლარიანი მინუსი აჩვენა. 

ფიქსირებული ლიმიტის მაგიდებზე ნანახი წარუმატებლობის შემდეგ, ბლომმა პოტ-ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე გადაინაცვლა, სადაც ტიმოფეი Trueteller კუზნეცოვის წინააღმდეგ ითამაშა და დაახლოებით $80.000 დოლარის მოგება შეძლო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარიგების დროს, ბლომმა კუზნეცოვის AA ჯერ ორი წყვილით, ხოლო შემდეგ თერნზე მიღებული ფულ ჰაუსით გაანადგურა და მაქსიმალური მოგების მიღება შეძლო. ამ დარიგებაში, შვედმა $124.341 დოლარიანი ბანკი მოიგო. 

ბლომის მთავარი სესია პოტ-ლიმიტ ომაჰას $100/$200 ლიმიტის მაგიდებზე გაიმართა, სადაც მან Cobus83-ს ორ მაგიდაზე ერთდროულად შეუტია - ერთ მაგიდაზე წყვილმა 3 საათი, მეორეზე კი - 2 საათი და 40 წუთი ითამაშა. ორივე სესიას, დროის სხვადასხვა ინტერვალით, BlackFortuna და სამი კელოპურო შეუერთდნენ. ბლომის გარდა, სამივე მოთამაშემ მნიშვნელოვანი ზარალი ნახა. ბლომმა ერთ მაგიდაზე $185.774, ხოლო მეორეზე - $182.610 დოლარი მოიგო. მაგრამ მისი მთავარი მსხვერპლი სწორედ Cobus83 აღმოჩნდა, რომლის გუშინდელმა ზარალმა $300.000 დოლარს მიაღწია. 

საერთო ჯამში, ბლომის მხოლოდ ერთი დღის პროფიტმა $575.000 დოლარი შეადგინა. $3.4 მილიონიანი შემოსავლით, ის PokerStars-ის ყველაზე მომგებიანი მოთამაშეა. 

რუმები

ქართული უცხოური