WPT იაპონური პოკერის ბაზრით დაინტერესდა

World Poker Tour, პოპულარობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტ რეგიონს აერთიანებს. WPT-ის შემადგენლობა, 2017 წელს, კიდევ 7 ქვეყნით გაიზარდა და 18-ს მიაღწია. როგორც Global Tour Management-ის ვიცე პრეზიდენტი, ანჯელიკა ჰეილი განმარტავს, კომპანია იაპონური ბაზრითაა დაინტერესებული.

ოთხშაბათს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, WPT-ის მენეჯმენტმა პოკერის იაპონელი მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე დააანონსა: 23 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე, ტოკიოში WPT-ის პირველი სერია გაიმართება, რომელიც 4 ტურნირს გააერთიანებს. ტურნირებზე მოხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპებითაც იქნება შესაძლებელი, რომელთა ჩატარებაც ადგილობრივ პოკერ-კლუბებში იგეგმება.

"WPT-ისთვის დიდი პატივია Japan Poker Union Corporation-თან თანამშრომლობა, თანაც ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, - ამბობს WPT-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადამ პლისკა, - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია არამხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად პოკერის ინდუსტრიისთვის. იაპონური პოკერის ბაზარი აყვავების ეპოქაშია, რაც ჩვენ უმოქმედობის საშუალებას აღარ გვიტოვებს."

იაპონური კანონმდებლობისა და მის მიერ WPT-ისთვის მიცემული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ტურნირების საპრიზო ფონდები, რეალური ფულადი ანაზღაურების ნაცვლად, WPT-ის მომავალში დაგეგმილი ტურნირების ადგილებით ჩანაცვლდა. გარკვეული გაგებით, ტოკიოში ჩატარებული პოკერის ფესტივალი საკვალიფიკაციო ეტაპს ემსგავსება, რომელიც გამარჯვებულ მოთამაშეებს ჩინეთში და ინდოეთში დაგეგმილ WPT-ის ტურნირებზე უფასო ადგილს სთავაზობს.

რუმები

ქართული უცხოური