ლეონ ცუკერნიკი $2 მილიონიანი ვალის დაბრუნებაზე უარს ამბობს

დაახლოებით ერთი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიელი მოთამაშე, მეტ კირკი, King Rozvadov კაზინოს მფლობელისგან $2 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვდა. კირკის ადვოკატების მიერ შეტანილ სარჩელში, რომელსაც ლას ვეგასის სასამართლოს ორი მოსამართლე, დევიდ ჩესნოფი და რიჩარდ შონფელი აწერენ ხელს, წერია, რომ Aria-ში, კერძოდ კი Ivey Room-ში გამართულ პრივატულ ქეშ-გეიმზე, მეტ კირკმა ლეონ ცუკერნიკს $2.000.000 დოლარი ასესხა, რომელიც ჩეხ ბიზნესმენსა და გემბლერს მოგვიანებით უნდა დაებრუნებინა.

Las Vegas Review Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ცუკერნიკისა და კირკის საუბარია გასაჯაროებული, რომელიც Ivey Room-ში შედგა და რომელსაც მინიმუმ ორი ადამიანი ესწრებოდა. სტატიაში მოყვანილი ფაქტებით, რომელიც სასამართლოს მიერაა დამოწმებული, დასტურდება, რომ ისტორიის მთავარი მოქმედი გმირები მართლაც იყვნენ Aria-ში და მათ შორის მართლაც მოხდა ფულის გაცვლა. 

მაშინ, როდესაც მეტ კირკის ადვოკატების მტკიცებით, ვალის აღება სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა, ლეონ ცუკერნიკის ადვოკატი, პიტერ ბერნარდი აცხადებს, რომ ეს ნებაყოფლობითი ფულის გაცვლა იყო, რომელიც არანაირ იურიდიულ შეთანხმებას არ ეფუძნებოდა - შესაბამისად, ლეონ ცუკერნიკი ვალდებული არაა კირკისგან მიღებული ფული დააბრუნოს. 

მეტ კირკის ადვოკატები საქმის განხილვას სულ სხვა პერსპექტივით გვთავაზობენ: თუ სასამართლო დაუშვებს ასეთ პრეცედენტს და ცუკერნიკს ფულის დაბრუნებას არ დაავალებს, ლას ვეგასის კაზინოების მევალეებს უპრობლემოდ შეეძლებათ იგივე არგუმენტით უარი თქვან მათ მიერ სესხად აღებული თანხების დაბრუნებაზე, რაც კოლოსალური ზიანი იქნება სათამაშო ინდუსტრიისთვის. იგივე შეიძლება ითქვას კაზინოებზეც: პიტერ ბერნარდის ლოგიკის მიხედვით, მათ სრული უფლება აქვთ უარი თქვან მოთამაშეების მიერ მოგებული ფულის ანაზღაურებაზე, ხოლო კაზინოებში, ყოველ პატარა მოქმედებაზე, კონტრაქტის დადება გახდეს საჭირო. 

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა კაზინო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ოქტომბრამდე? ოქტომბერში კი, ლეონ ცუკერნიკის King Rozvadov-ში, WSOP Europe არის დაგეგმილი, რომელზეც სხვა ცნობილ მოთამაშეებთან ერთად, მეტ კირკიც იქნება. ცუკერნიკი, უკანასკნელად, მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარებულ WSOP-ზე გამოჩნდა: მან $50.000 დოლარიანი Poker Players Championship და $10.000 დოლარიანი მეინ ივენთი ითამაშა - ორივე უშედეგოდ. 

რუმები

ქართული უცხოური