ნიკ შულმანი Seminole ჰაი როლერის პირველი ადგილისთვის $440.000 დოლარს იგებს

ამერიკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, ნიკ შულმანმა, Seminole Hard Rock Poker Open-ის $50.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერი მოიგო, $440.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

Full Tilt Poker-ის პროფესიონალთა გუნდის ყოფილმა წევრმა, პოკერის დიდ სცენაზე, პირველად 2005 წელს გაიბრწყინა, როდესაც კონექტიკუტში ჩატარებული WPT მოიგო, $2.1 მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის. მას შემდეგ, შულმანის კარიერა მაღლა მიიწევს. ის პოკერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ითვლება, რომლის საერთო სატურნირო კარიერა $9.000.000 დოლარს აღემატება. 

$50.000 დოლარიან სუპერ ჰაი როლერზე მხოლოდ 19 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირის ლაინ-აფში ისეთ სახელებს შეხვდებოდით, როგორებიც აიზიკ ჰექსტონი, დენ კოლმენი, დევიდ პიტერსი, ტომ მარჩესი და ბრინ კენი არიან. მოთამაშეთა მცირე რაოდენობის გამო, საპრიზო თანხა მხოლოდ პირველ 4 მოთამაშეზე გადანაწილდა. ფინალურ დარიგებაში შულმანს A5, ხოლო ჯეიკ შინდლერს - KT ეჭირათ. ორივე მოთამაშემ ოლინი ფლოპის დარიგებამდე გააკეთა, ფლოპმა კი შულმანს ტოპ წყვილი და $440.000 დოლარი მოუტანა. 

ფინალური მაგიდის შედეგები ასე გამოიყურება:

ადგილიმოთამაშეანაზღაურება
1ნიკ შულმანი$440.000
2ჯეიკ შინდლერი$260.000
3რაინერ კემპე$180.000
4ივან ლუკა$120.000
5ბრინ კენი 
6დევიდ პიტერსი 
7ჩენს კორნუტი 
8ტომ მარჩესი 

 

რუმები

ქართული უცხოური