მარტინ კოზლოვი Seminole Hard Rock Open-ს და $754.083 დოლარს იგებს
ფლორიდაში გამართული, 2017 წლის Seminole Hard Rock Poker Open-ის გამარჯვებული ავსტრალიელი პროფესიონალი მოთამაშე, მარტინ კოზლოვი გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის $754.083 დოლარი მიიღო. კოზლოვის გამარჯვება, ფულადი ჯილდოს გარდა, იმ ფაქტის გამოც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ მან ტურნირის პირველ ადგილამდე 900-მდე მოთამაშე ჩამოიტოვა უკან.
პოკერის დიდ სცენაზე კოზლოვი 2016 წელს გამოჩნდა, როდესაც მან WSOP-ის 39-ე ივენთი, $10.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის 6-მაქს ტურნირი მოიგო, $665.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. WSOP-ის პირველი სამაჯურის მოგებასთან ერთად, კოზლოვი ლოკალურ ტურნირებშიც ღებულობდა მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებულადაც. დროთა განმავლობაში, მისი მოგების გრაფიკი სულ უფრო უმჯობესდებოდა.
ფლორიდაში გამართულ ჩემპიონატზე კი, ავსტრალიელმა პროფესიონალმა თავისი კარიერის ყველაზე დიდი პრიზი, $754.083 დოლარი მიიღო, რითიც მისი სატურნირო შემოსავლები $2.7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 900 მოთამაშის გარდა, კოზლოვის საქმეს საოცრად ხანგრძლივი და მძიმე ფინალური მაგიდაც ართულებდა, რომელიც 13 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
"ეს წარმოუდგენლად ნელი თამაში იყო, - ამბობს კოზლოვი, - სტრუქტურა იმდენად მისაღები და კომფორტული იყო, რომ მძიმე დარტყმების მიღებისა და მნიშვნელოვანი დარიგებების წაგების შემდეგაც კი შეგეძლო სტაბილური თამაშის გაგრძელება. ვფიქრობ, ამ ტურნირის მთავარ იარაღად მოთმინება გამოვიყენე."