იგორ კურგანოვი PokerStars Barcelona High Roller-ს იგებს და €1.078.106 ევროს იგებს

იგორ კურგანოვმა PokerStars Championship Barcelona-ს ფარგლებში გამართული €50.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერ ივენთი მოიგო, €1.078.106 ევროთი პირველი ადგილისთვის. ფინალური მაგიდაზე თამაშს ისეთი სახელებიც ართულებდნენ, როგორებიც დენიელ ნეგრანუ, ბრინ კენი, კორეი ალდემირი და დიტრიხ ფასტი არიან.

იგორ კურგანოვი PokerStars-ის სახე მიმდინარე წლის თებერვალში გახდა. მისთვის ლას ვეგასში გატარებული ზაფხულიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა - მან და მისმა მეუღლემ, ლივ ბურემ $10.000 დოლარიანი WSOP-ის Tag Team ივენთის მოგება შეძლეს. ამჯერად კი, რუსმა მოთამაშემ უკვე მშობლიური PokerStars-ის ერთ-ერთი ძვირადღირებული ივენთი მოიგო. 

ტურნირის ფინალური მაგიდა გერმანელი პროფესიონალი მოთამაშის, კორეი ალდემირის ჩიპლიდით დაიწყო, მაგრამ კურგანოვმა მას ეს სტატუსი მალევე წაართვა. 8 ოპონენტიდან, კურგანოვმა 6-ის გაგდება მოახერხა. პირველი მსხვერპლი დენიელ ნეგრანუ იყო, რომელმაც ფინალური მაგიდა შორტსტეკით დაიწყო. კანადელ მოთამაშეს სტენლი ჩოი მიჰყვა, რომელიც ასევე კურგანოვმა გამოთიშა თამაშს. 

კრისტოფერ კრუკმა ბრინ კენი იმსხვერპლა, მხოლოდ იმიტომ რომ მოგებული სტეკი ისევ კურგანოვისთვის გადაებარებინა. ბრინ კენის გარდა, კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც კურგანოვის რისხვას გადაურჩა, არგენტინელი ივან ლუკა იყო, რომელიც კორეი ალდემირთან დამარცხდა. KQ-ით შეიარაღებულმა ალდემირმა, მართალია ფინალური მაგიდა ჩიპლიდით დაიწყო და ივან ლუკას სტეკიც მიისაკუთრა, კურგანოვის AQ-ის ვერ გაუძლო და ტურნირი მესამე პოზიციით დაასრულა. 

კურგანოვის ჰედს-აპ მეტოქე ნაკლებად ცნობილი პოლონელი მოთამაშე, ბარტლომეი მაკონ გამოდგა, რომელთანაც რუსმა მოლაპარაკება გამართა. შეთანხმების საფუძველზე, კურგანოვმა და მაკონმა საპრიზო ფონდი გაინაწილეს, მაგრამ ტურნირის გამარჯვებულის სტატუსისთვის ბრძოლა გააგრძელეს. კურგანოვს, 2-1 ჩიპლიდის პირობებში, სულ რაღაც 20 დარიგება დასჭირდა, რათა მილიონ ევროზე მეტი და PokerStars-ის პირველი ტიტული მოეპოვებინა. 

 

რუმები

ქართული უცხოური