PokerStars Barcelona Main Event-ს სებასტიან სორენსონი იგებს - €987.043 ევრო პირველი ადგილისთვის

პოკერის გულშემატკივრებს ისეთი მოთამაშეების გამარჯვება მოსწონთ, რომლებსაც რაიმე ისტორიის მოყოლა შეუძლიათ. აუცილებელი არაა გამარჯვებულს მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდეს. კრის მანიმეიკერის თავგადასავალიც საკმარისია იმისთვის, რომ პოკერის მოყვარულებს გამარჯვების იმედი გაუჩნდეთ და საკუთარი შესაძლებლობები რეალური გამარჯვებულის შესაძლებლობებს შეადარონ და შემდეგ გაუთანაბრონ. 

სებასტიან სორენსონი სწორედ ისეთი შემთხვევაა, რომლის გზის გავლაც ნებისმიერ გემბლერს შეუძლია. მისი აზარტული 'კარიერა' 2015 წელს იღებს სათავეს, როცა მან ნეიტ დიასის და მაიკლ ჯონსონის ჩხუბზე ფსონი გააკეთა. დიასის გამარჯვებამ შვედ მოთამაშეს $1.000 დოლარი მოუტანა. მას შემდეგ, რაც სხვისი ბრძოლით შემოსავლის მიღებას გემო გაუგო, სორენსონმა თავისი ფული კიდევ ერთ ბრძოლაზე დადო. ამ შემთხვევაში, საქმე ბევრად მასშტაბურ მოვლენას ეხებოდა: მან ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპის გამარჯვებას გააკეთა ფსონი, რომელმაც რამდენიმე თვეში $12.000 დოლარით გაამდიდრა. 

სორენსონი შვედეთში, ერთ-ერთ სასაწყობო კომპანიაში მუშაობს. რეგულარულმა შემოსავალმა და გემბლინგიდან მიღებულმა მოგებამ, მას საშუალება მისცა, აზარტულ ბატალიებში საკუთარი ძალებით ჩაბმულიყო და ბედი ონლაინ პოკერის მიკრო ლიმიტებზე მოესინჯა. მიკრო ქეშ-გეიმების გარდა, სორენსონი შედარებით ძვირადღირებულ ტურნირებზეც ცდიდა საკუთარ შანსებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ძვირადღირებული ტურნირი აღმოჩნდა $200 ევროიანი სატელიტი, რომლის გამარჯვებულიც PokerStars Championship Barcelona-ზე ხვდებოდა. 

სებასტიან სორენსონის გარდა, ტურნირზე 1.682 მოთამაშე დარეგისტრირდა. ფინალურ მაგიდაზე თამაში შვედმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობით, მე-5 პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება მალევე შეძლო და ტურნირის ჩიპლიდერი გახდა. ფინალურ მაგიდაზე, სხვა მოთამაშეებთან ერთად, სორენსენს მეტოქეობას ბრაზილიელი ანდრე აკარი და იტალიელი რაფაელ სორენტინო უწევდნენ, რაც შედარებით გამოუცდელი მოთამაშისთვის ადვილად მანევრირების საშუალებას არ იძლეოდა. 

საბოლოოდ, სორენსონმა გამარჯვება მოიპოვა - ფინალურ ჰედს-აპში მან ბულგარელი ლაჰეზარ პეტკოვი დაამარცხა და საკუთარი ბანკროლი €987.043 ევროთი, ანუ დაახლოებით $1.18 მილიონი დოლარით გაიმდიდრა. 

რუმები

ქართული უცხოური