ჯენს კილონენმა PL ომაჰასა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაზე ისაუბრა

ჯენს კილონენი უკვე რამდენიმე წელია, რაც დიდი პოკერიდან წავიდა. მიუხედავად ამისა, დღემდე, PokerStars-ზე მის მიერ დადებული რეკორდის გაუმჯობესება ვერავინ შეძლო. ონლაინ პოკერის ისტორიაში, ის ყველაზე მომგებიანი PL ომაჰას მოთამაშეა. რამდენიმე დღის წინ, ლოკალურ გაზეთებში მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მან Susquehanna International Group-ს მისცა - კომპანიას, რომელშიც კილონენი ინტერნატურას გადის. 

კილონენმა რეგულარულ პოკერს 2015 წელს დაანება თავი და ჰელსინკიში მდებარე Hanken School of Economics-ში ფინანსების სწავლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხანგრძლივი სესიების ეპოქა დასრულდა, 2015 წლის შემდეგ PokerStars-ზე მან $1 მილიონ დოლარზე მეტის მოგება მაინც შეძლო. 2016 წლის WSOP-ზე კი, $25.000 დოლარიანი PL ომაჰას ივენთის პირველი ადგილისთვის მან $1.1 მილიონი დოლარი მოიგო.

ფინანსისტის ხარისხის მიღების შემდეგ, კილონენმა ინტერნატურა Helsinki Capital Partnetrs-ში დაიწყო, შემდეგ კი პენსილვანიაში მდებარე Susquehanna International Group-ში (SIG) გადავიდა. 

SIG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კილონენი მის ძველ პროფესიაზე - რეგულარულ ონლაინ პოკერზე ლაპარაკობს. მისი აზრით, იმ დროისთვის, ის PL ომაჰას საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში შედიოდა. შეიძლება, ასეთი წარმოდგენა საკუთარ თავზე გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი გრაფიკების მიხედვით, ამ ფაქტის უარყოფა რთულია. კილონენი ყვება, რომ მისი მთავარი უპირატესობა მოწინააღმდეგეების სუსტი მხარეების გამოყენება იყო. ის ხშირად ცვლიდა ტაქტიკას, ოპონენტებისთვის მოულოდნელ და მისთვის არადამახასიათებელ მანევრებს მიმართავდა, რის გამოც მაგიდაზე აშკარა დომინანტი ხდებოდა. 

კითხვაზე, დაეხმარა თუ არა პოკერი მას ამჟამინდელ საქმიანობაში, კილონენი დადებითად პასუხობს. როგორც ფინელი მოთამაშე ყვება, თავდაპირველად პოკერის როლი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში უმნიშვნელო იყო, მაგრამ რაც უფრო უღრმავდებოდა მის ახალ პროფესიას, მით უფრო ხვდებოდა, თუ რამხელა მნიშვნელობა იქონია მისმა წარსულმა გამოცდილებამ საფინანსო ვაჭრობაზე. SIG-ში, სხვა უამრავ დისციპლინასთან ერთად, პოკერსაც ასწავლიან, რომელსაც ტრეიდერები რეალურ საქმიანობაში იყენებენ. 

 

რუმები

ქართული უცხოური