ნიკ პეტრანგელო WCOOP-ის ჰაი როლერს იგებს; ვიქტორ ბლომი 2 ფინალურ მაგიდაზე ხვდება

PokerStars-ზე მიმდინარე WCOOP-ის ფესტივალის (World Championship Of Online Poker) მე-20 დღეს, თანამედროვე პოკერს კიდევ 13 მოთამაშე დაემატა, რომლებმაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ონლაინ პოკერის სატურნირო სერიების ტიტულის მოგება შეძლეს. 

13 გამარჯვებულიდან, ყველაზე დიდი მოგება ნიკ პეტრანგელომ მიიღო, რომელმაც $25.000 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთის მოგება 149 მოთამაშეს შორის შეძლო. ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი $3.000.000 დოლარი იყო, თუმცა, მოთამაშეების მიერ შეტანილი თანხებით პრაიზპულს კიდევ $650.000 დოლარი დაემატა. 

ორდღიანი ივენთის პირველი დღის ბოლოს, ტურნირზე 18 მოთამაშე დარჩა. საპრიზო ადგილები კი მე-17 პოზიციიდან იწყებოდა. ტურნირის 'ბაბლ ბოი' დევიდ პიტერსი გამოდგა, რომელმაც თამაში მე-18 ადგილით დაასრულა. ფინალური მაგიდის ჩიპლიდერები მიკიტა ბადიაკოვსკი, ადრიან მატეოსი, პატრიკ ლეონარდი, ნიკ პეტრანგელო და ბრინ კენი იყვნენ. ფინალურ მაგიდაზე თამაში ლეგენდარულმა ვიქტორ Isildur1 ბლომმაც მოახერხა. უნდა ითქვას, რომ შვედმა მოთამაშემ WCOOP-ის 2 ივენთის ფინალურ მაგიდებზე ზედიზედ ითამაშა. წინა ივენთზე, მან მე-2 ადგილი, $25.000 ჰაი როლერზე კი მე-4 ადგილი დაიკავა. 

ნიკ პეტრანგელოს ფინალური მეტოქე ბრინ კენი აღმოჩნდა, რომლის სახელიც ჰაი როლერ ტურნირებისთვის უცხო ნამდვილად არაა. ბრინ კენი უკვე რამდენიმე თვეა, რაც 2017 წლის Global Poker Index-ის სათავეშია. ტურნირის სათავეში მყოფი სამი მოთამაშე საპრიზო ფონდის გაყოფაზე შეთანხმდა. შეთანხმების მომენტში არსებული ჩიპქაუნთის მიხედვით, ბარტლომეი მაკონს თითქმის $100.000 დოლარით მეტი შეხვდა, ვიდრე მეორე ადგილზე გასულ კენის. 

WCOOP-ის $25.000 დოლარიანი ჰაი როლერის ფინალური ადგილები ასე გადანაწილდა:

პოზიციამოთამაშეანაზღაურება
1ნიკ პეტრანგელო$624.676
2ბრინ კენი$559.694
3ბარტლომეი მაკონი$636.113
4ვიქტორ ბლომი$355.846
5პატრიკ ლენარდი$275.473
6ჰენრიკ ჰეკლენი$213.253
7ლინუს ლოლიგერი$165.087
8ჩარლი კარელი$127.799
9მიკიტა ბადიაკოვსკი$105.205

 

რუმები

ქართული უცხოური