სემ ტრიკეტის ქეშ-გეიმზე მეტ კირკი $1.000.000 დოლარს იგებს
სულ რაღაც ერთკვირიან მონაკვეთში, ავსტრალიელმა მოთამაშემ, მეტ კირკმა $1 მილიონ დოლარამდე თანხის მოგება შეძლო. თამაში PartyPoker-ზე, სემ ტრიკეტის ინიციატივით, invitational only ფორმატით გაიმართა, რაც სტუმრების წინასწარ განსაზღვრულ ლაინ-აფს გულისხმობს.
პარასკევს გამართულ Pot Limit Omaha-ს სესიაზე, მეტ კირკმა $340.000 დოლარი მოიგო, რაც შესაძლოა სკეპტიკოსმა უბრალო გამართლებად ჩათვალოს. აღნიშნული თანხა არაფერი ხუთშაბათის პროფიტთან, როდესაც ავსტრალიელმა $587.000 დოლარის მოგება შეძლო, თანაც ისეთ მაგიდაზე, სადაც ვიქტორ Isildur1 ბლომი, ლუკ შვარცი, ენდრიუ პენტლინგი და ლეონ ცუკერნიკი თამაშობდნენ.
კირკის გარდა, მაგიდის კიდევ ერთი გამარჯვებული ბრიტანელი ენდრიუ პენტლინგი იყო, რომელმაც ჯამში $100.000 დოლარის მოგება შეძლო. რა თქმა უნდა, ლუკ შვარცის $3.000 დოლარიანი პროფიტი ყურადღების მიღმა დარჩა.
სესიის ყველაზე წამგებიანი მოთამაშე King's Rozvadov Casino-ს მფლობელი, ლეონ ცუკერნიკი იყო, რომელსაც მეტ კირკისთვის $2.000.000 დოლარი აქვს დასაბრუნებელი. სავარაუდოდ, კირკი კუთვნილი ფულის მიღებას ვერასდროს შეძლებს. ამისთვის მას ერთადერთ საშუალებად სათამაშო მაგიდა დარჩა, სადაც მევალისგან ფულის ამოღების შანსები საკმაოდ მაღალი აქვს.