ვიქტორ ბლომი PokerStars Sunday Grand PLO-ის გამარჯვებული გახდა

ვიქტორ ბლომმა პოკერის სამყაროში სახელის მოპოვება მისი არნახულად წარმატებული ქეშ-გეიმ კარიერით მოახერხა, მაგრამ შვედი მოთამაშე ხშირად ახერხებს იმის ჩვენებასაც, რომ მისთვის არც ტურნირები წარმოადგენს დიდ სირთულეს. 

ბლომმა პოტ ლიმიტ ომაჰას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ ტურნირი - PokerStars Sunday Grand PLO მოიგო, რომლის პირველი ადგილისთვისაც $30.199 დოლარი მიიღო. მართალია, ასეთი ანაზღაურება ბლომის ქეშ-გეიმ სესიების ერთ-ერთ რიგით რეიზად შეიძლება ჩაითვალოს, მსგავსი სირთულის ტურნირის მოგება, შვედი მოთამაშისთვის, პრესტიჟის დამადასტურებელი უდაო ფაქტია.

ტურნირზე 149 მოთამაშე დარეგისტრირდა. $149.000 დოლარიანი საპრიზო ფონდი პირველ 19 მოთამაშეზე გადანაწილდა. ივენთზე ისეთი ცნობილი მოთამაშეები იყვნენ დარეგისტრირებული, როგორებიც ჯეისონ კუნი, ჟოაო სიმაო, ალექს ლინდოფი და ბრაიან ინგლანდი არიან. ფინალურ მაგიდაზე კი, ბლომთან ერთად, მარტინ კოზლოვი, ვლადიმირ ტროიანოვსკი და იური მარტინსი მოხვდნენ, რამაც ტურნირის პირველი ადგილისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო გაართულა. 

გასული თვეების განმავლობაში, ვიქტორ ბლომმა რამდენჯერმე ითამაშა მასშტაბური ტურნირების ფინალურ მაგიდებზე, მათ შორის WCOOP-ისა და Poker Masters-ის ფინალურ ჰედს-აპებში. 

 

რუმები

ქართული უცხოური