Poker After Dark-ზე ჰიბრიდული სესია გაიმართა
გასულ კვირას, Poker After Dark-ის მენეჯმენტმა იმ დანაკლისის აღმოფხვრა გადაწყვიტა, რომელიც გადაცემის წინა ეპიზოდებში შეინიშნებოდა. ამისთვის ე.წ. ჰიბრიდული სესიების შექმნა გახდა საჭირო, რაც გარკვეული გაგებით ქეშ-გეიმისა და სით'ენ'გოუს სინთეზად შეიძლება განვიხილოთ. ჰიბრიდული სესიის ყველაზე წარმატებული მოთამაშე კი ჯეისონ კუნი გახდა.
Poker After Dark-ის დაბრუნებას უამრავი ადამიანი ელოდა. თავის მხრივ, გადაცემამაც მაყურებლის იმედი სრულად გაამართლა: ტომ დუანი, ანტონიო ესფანდიარი, დენიელ ნეგრანუ და სხვა მოთამაშეები მასიურ, $600.000 დოლარიან ბანკებს ყოველ 10-15 დარიგებაში ერთხელ თამაშობდნენ. მოგვიანებით, პოტ-ლიმიტ ომაჰას სესიები გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბრაიან რასტი, ფილ გალფონდი, აიზიკ ჰექსტონი და ომაჰას სხვა სპეციალისტები დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ომაჰას სესიებს უამრავი გულშემატკივარი ელოდა, გადაცემა ნაკლებად დრამატული და, შესაბამისად, ნაკლებად საინტერესო გამოდგა.
ჰიბრიდულ სესიებზე, მოთამაშეებს $100.000 დოლარის შეტანა შეეძლოთ. განოლების შემთხვევაში, მოთამაშე რე-ბაის უფლებას ვეღარ იყენებდა, რაც თამაშს სით'ენ'გოუს ელფერს სძენდა და დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდიდა. სესიაზე, Poker After Dark-ის ორგანიზატორებმა დენ შეკი, დაგ პოლკი, ბრენდონ სტივენი, ჯეისონ კუნი, მაიკ ბექსტერი და ბრაიან რასტი მიიწვიეს.
სესიის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეები დენ შეკი და ჯეისონ კუნი აღმოჩნდნენ, რომლებმაც თითქმის $200.000 დოლარიანი პროფიტი აჩვენეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვან დარიგებაში, ერთმანეთს დაგ პოლკი და ჯეისონ კუნი დაუპირისპირდნენ. პოლკი QQ-ით პოზიციიდან ბეთს აკეთებს, რასაც AA-ით კუნის რირეიზი მოსდევს. პოლკი მოწინააღმდეგეს კვლავ რეიზით პასუხობს, ხოლო კუნი საკმაოდ უცნაურ მანევრს მიმართავს და მოწინააღმდეგის აგრესიას ქოლით იღებს. 932 ფლოპზე, კუნმა ჩეკი აირჩია, რასაც პოლკის ბეთი უნდა მოჰყოლოდა. ასეც მოხდა: კუნის ჩექის შემდეგ, პოლკი ბანკს $78.000 დოლარამდე ზრდის. კუნს მხოლოდ ის ჰქონდა დარჩენილი, რომ მოწინააღმდეგე მძიმე გამოცდის წინაშე დაეყენებინა, რასაც პოლკმა ვერ გაუძლო და კუნის ოლ ინს მომენტალური ქოლით უპასუხა. მოთამაშეები ორმაგ ბორდზე შეთანხმდნენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, პოლკის QQ კვლავ უკან აღმოჩნდა და $371.000 დოლარიანი ბანკის გამარჯვებული ჯეისონ კუნი გახდა.