დენი supernova9 შტერნი პოკერს თავს ანებებს

პარასკევს, ვეტერანმა ონლაინ გრაინდერმა, დენი შტერნმა 'ტვიტერზე' განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ის დიდ პოკერს ემშვიდობება. 

სხვა პროფესიონალი მოთამაშეების მსგავსად, დენი შტერნის კარიერა კრის მანიმეიქერის ეპოქაში დაიწყო. შტერნის პირველი სესიები, ძირითადად, ხურდა ფულზე, მეგობრებთან და კოლეჯის მოსწავლეებთან თამაშს გულისხმობდა. მოგვიანებით, ლეგალური ასაკის მიღწევის შემდეგ, მან ონლაინ პოკერ-რუმებზე დარეგისტრირება შეძლო და მალე ონლაინ ქეშ-გეიმების უმაღლეს ლიმიტებზე გამოჩნდა. 

FullTiltPoker-ზე დენი შტერნი Ansky451-ით, ხოლო PokerStars-ზე - supernova9-ით თამაშობდა. მან სახელი MTV-ზე გასული რეალური შოუს, "2 Months, 2 Millions"-ის წყალობით გაითქვა, სადაც 2 თვეში 2 მილიონი დოლარი უნდა მოეგო, თუმცა, მისი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა - 4 მოთამაშისგან შედგენილმა ჯგუფმა მხოლოდ $646.000 დოლარის მოგება შეძლო. 

შტერნს რამდენიმეწლიანი ჩავარდნაც ჰქონდა, თუ ამ პერიოდს ჩავარდნა შეიძლება ეწოდოს: ის პოტ ლიმიტ ომაჰას საშუალო სტეიკების მაგიდებზე თამაშობდა და დიდი სესიებისთვის ბანკროლს აგროვებდა. 2014 წლიდან, მან კვლავ ულიმიტო ჰოლდემის უმაღლეს ლიმიტებზე გადაინაცვლა და დღემდე ერთ-ერთ არასასურველ მეტოქედ რჩებოდა. მისი ლაივ ტურნირებიდა შემოსული მოგება $3.5 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაშიც რამდენიმე $25.000 დოლარიანი ჰაი როლერ ტურნირის პირველი ადგილიც შედის. 

გარდა წარმატებული კარიერისა, დენი შტერნმა გულშემატკივრების სიყვარულის მოპოვება კიდევ ერთი მიზეზით შეძლო: შტერნი აქტიურად გამოდიოდა მოთამაშეების უფლელების დასაცავად. ის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო PokerStars-ზე აგორებული ბოიკოტის სერიებისა, რომლებმაც პოკერ-რუმის მაღალი ლიმიტის თამაშების პარალიზება მოახდინეს. 

დენი შტერნის განცხადებას, წასვლის შესახებ, უამრავი ცნობილი მოთამაშის პასუხი მოჰყვა, რომლებშიც გულისწყვეტა, მოგონებები და სამომავლო სურვილები იყო გამოთქმული.

რუმები

ქართული უცხოური