ვიქტორ ბლომი ერთ სესიაზე $101.411 დოლარს იგებს; ილარი საჰამისი პოკერს უბრუნდება
მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ონლაინ პოკერის მაგიდებს ვიქტორ ბლომი დაუბრუნდა, რომელმაც $1.000/$2.000 ლიმიტის მაგიდებზე, ერთდღიანი სესია $101.411 დოლარის პროფიტით დაასრულა.
დილის სესიაზე, $25/$50 მაგიდაზე, RaulGonzales-ის წინააღმდეგ, ბლომმა ჯერ $2.000 დოლარი, შემდეგ კი $6.500 დოლარი დაკარგა. მოგვიანებით, წყვილმა კიდევ ერთი სესია $400/$800 მაგიდაზე გამართა, სადაც შვედმა $20.000 დოლარი წააგო, მაგრამ თამაშის ბოლო მომენტში დაკარგული ფულის ამოღება მაინც შეძლო. დღის ბოლოს კი, დაპირისპირებამ სერიოზული სახე მიიღო და $1.000/$2.000 მაგიდებზე გადაინაცვლა.
სამი საათის განმავლობაში, მოთამაშეებმა 658 დარიგება ნახეს. ამ დროში კი, ბლომმა $104.261 დოლარის მოგება შეძლო, რამაც მისი დღიური შემოსავალი $101.411 დოლარამდე გაზარდა. ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული პერიოდით, ვიქტორ ბლომი $150.000 დოლარიან უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ RaulGonzales-მა გარკვეული თანხის უკან დაბრუნება მაინც შეძლო.
მაგიდებს ასევე დაუბრუნდა ონლაინ პოკერის ლეგენდა - ფინელი ილარი საჰამისი, რომელიც Ziigmund-ის სახელითაა ცნობილი. საჰამისი, $68.355 დოლარიანი პროფიტით, უკანასკნელი კვირის 10 ყველაზე მომგებიან მოთმაშეთა შორის მოხვდა. საჰამისი, გარდა წარმატებული სათამაშო კარიერისა, სკანდინავიელი მოთამაშეებისთვის არადამახასიათებელი ტემპერამენტით, ფეთქებადი ხასიათითა და არანორმატიული ლექსიკის ხშირი გამოყენებითაა ცნობილი. გთავაზობთ Full Tilt Poker-ის მაგიდებზე, მის მიერ წარსულში ჩადენილ რამდენიმე "ცოდვას":
მიმართავს დევიდ ბენიამინს
Ziigmund: შენი ცოლი ძალიან კარგ ფორმაშია
Ziigmund: საკმაოდ მიმზიდველია
Ziigmund: საერთოდ არ გგავს შენ
Ziigmund: ვხუმრობ, შენც არაგიშავს
მიმართავს გას ჰენსენს
Ziigmund: გასი ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ან რუმინეთიდანაა
Ziigmund: გასმა 'ევროვიზიაზე' უნდა იმღეროს
Ziigmund: გეი ჩეხი მომღერალი გუსტავ ჰენსენი
Ziigmund: გუსტავს უყვარს კარაოკეში სიმღერა, თავის ბოშა მეგობრებთან ერთად