მე-3 King Of The Hill-ის გამარჯვებული დენ კოლმანი გახდა
4 მოთამაშიანი ჰედს-აპ ტურნირი - King Of The Hill უკვე მესამედ ჩატარდა. ამჯერად, ღონისძიების გამარჯვებული დენ კოლმანი გახდა, რომელმაც პირველი ეტაპის დაპირისპირებაში, King Of The Hill-ის უკანასკნელი ჩემპიონი და მისი ერთ-ერთი საუკეთსო მეგობარი, ოლივიე ბუსკე დაამარცხა. კოლმანმა, ისე როგოროც ჰელმუტმა და ბუსკემ, პირველი ადგილისთვის $200.000 დოლარი მიიღო.
ბუსკეს დამარცხების შემდეგ, კოლმანი ფინალურ ორთაბრძოლაში ბრენდონ ადამსს დაუპირისპირდა. ადამსმა, თავის მხრივ, პირველ ეტაპზე, WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, სკოტ ბლამსტაინი გაისტუმრა სახლში.
გასული ივენთების მსგავსად, ტურნირი ფილადელფიაში, SugarHouse Casino-ში გაიმართა. ღონისძიების აშკარა ფავორიტი დენ კოლმანი იყო, რომელმაც ჰაიპერ ტურბო ტურნირებსა და ჰედს-აპ სით'ენ'გოუებზე არამხოლოდ რეპუტაციის, არამედ მილიონობით დოლარის მოპოვება შეძლო. ბრენდონ ადამსის კარიერულ $2.7 მილიონ დოლარს, კოლმანის $26.8 მილიონი დოლარი აშკარად ჯაბნიდა და გამარჯვების უკეთეს შანსებს სწორედ One Drop-ის ჩემპიონს აძლევდა. დენ კოლმანი, თანამედროვე პოკერის ისტორიაში, ერთ-ერთ საუკეთსო ონლაინ და ლაივ მოთამაშედ ითვლება დ ამიერიდან ის, ფილ ჰელმუტთან და ოლივიე ბუსკესთან ერთად, თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჰედს-აპ ტურნირის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი იქნება.