WSOPE-ის 6-მაქს ივენთს ფრანგი თეოდორ მაკკილკინი იგებს
King's Casino Rozvadov-ში მიმდინარე 2017 წლის WSOPE-ზე, უკანასკნელი სამაჯურის მფლობელი ფრანგი თეოდორ მაკკილკინი გახდა, რომელმაც €1.650 ევროიანი 6-მაქს ივენთის პირველი ადგილისთვის €88.043 ევრო მიიღო.
ფრანგმა მოყვარულმა 240 მოთამაშით დაკომპლექტებული საკმაოდ რთული ფილდი დაამარცხა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მაკკილკინის მეგობრები მას მოსალოდნელი სირთულეების შესახებ აფრთხილებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მსგავსი ივენთები პროფესიონალებით იყო სავსე, სადაც მას არანაირი შანსი არ ჰქონდა. იმის ნაცვლად, რომ მაკკილკინს მძიმე ტურნირისთვის თავი აერიდებინა და რომელიმე საიდ ივენთი ეთამაშა, მან სწორედ ურთულესი გზა აირჩია და პირველ ადგილამდე დამაჯერებლად იბრძოლა.
"რა თქმა უნდა, მე პროფესიონალი მოთამაშე არ ვარ, - თქვა მან WSOP.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, - წარსულში Circuit ივენთებზე ვთამაშობდი, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ჩემი იღბალი საგრძნობლად გამოსწორდა და შეიძლება მეინ ივენთზეც ვცადო ბედი."
თანამედროვე პოკერის ანტიგმირად შერაცხულმა კრის ფერგიუსონმა კი 26-ე ადგილი დაიკავა, რითიც კიდევ ერთხელ დაწინაურდა WSOP-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის მიმდინარე ბრძოლაში. ევროპაში მიმდინარე WSOPE-ზე, ფერგიუსონმა 4-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა, ხოლო დარჩენილი ივენთების გათვალისწინებით, ის კიდევ რამდენიმე საპრიზო ადგილის აღებას მოახერხებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მისი გამარჯვების შანსებს.