კრის ფერგიუსონი WSOPE-ზე მე-6 კარიერულ სამაჯურს იგებს
როზვადოვში მდებარე King's Casino-ში მიმდინარე WSOPE-ის ევროპულ სერიებზე, ლეგენდარულმა კრის ფერგიუსონმა მე-6 ოქროს სამაჯური მოიპოვა. პოკერის ანტიგმირად შერაცხულმა მოთამაშემ, €1.650 ევროიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ტურნირის პირველი ადგილისთვის €39.289 ევრო მიიღო.
Full Tilt Poker-ის აქციების ყოფილმა მფლობელმა გამარჯვება 92 მოთამაშეს შორის მოიპოვა. ტურნირის მე-2 დღისთვის დარჩენილი 18 მოთამაშიდან, ფერგიუსონი მე-7 პოზიციაზე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში მონაწილეობა არც ისე ძვირი ჯდებოდა, ივენთს ცნობილი მოთამაშეები მრავლად ესწრებოდნენ: მაიკ ლია, ჯონ რეისნერი, ფილ ჰელმუტი და ისმაილ ბოიანი იმ მოთამაშეების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გზიდან ჩამოშორებაც კრის ფერგიუსონს პირველ ადგილამდე მისასვლელად დასჭირდა.
ფილ ჰელმუტის მიერ ივენთის გამარჯვებულთან ერთად გადაღებულ სურათს უამრავი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მოთამაშეებმა ჰელმუტის საქციელი პოკერის პოკერის სამყაროს შეურაცხყოფად შერაცხეს და მას გამყიდველი უწოდეს. ადვილი მისახვედრია, რა სიტყვები იქნა გამოყენებული თავად კრის ფერგიუსონის მიმართ, რომელსაც Full Tilt Poker-ის მომხმარებლების დეპოზიტების მითვისებაში ედება ბრალი.