WSOPE Colossus-ის გამარჯვებული მატუს სკორპერა ხდება

როზვადოვში მდებარე King's Casino-ში მიმდინარე WSOPE-ზე გერმანელები და ჩეხი მოთამაშეები დომინირებენ. სიმართლე რომ ითქვას, ეს მოსალოდნელიც იყო - ტურნირების ფილდების ძირითადი ნაწილი სწორე ჩეხი და გერმანელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რაც გეოგრაფიულ ფაქტორს უნდა მივაწეროთ. 

მიუხედავად გერმანული დომინაციისა, წლევანდელი WSOPE Colossus-ის გამარჯვებული ჩეხი მატუს სკორპერა გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის €270.015 ევრო მიიღო. სკორპერა, მარტინ კაბრელთან და ლუკას ზასკოდნისთან ერთად, უკვე მე-3 ჩეხია, ვინც მიმდინარე ევროპულ სერიებზე ოქროს სამაჯურის მოგება მოახერხა. 

€550 ევროიან ტურნირზე, მონაწილეების შთამბეჭდავი რაოდენობა - 4.115 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირისთვის 10 სასტარტო დღე ჩატარდა, 2 დღიანი ფინალური სტადიით. გადამწყვეტ ჰედს-აპში, სკორპერამ ავსტრიელი ფლორიან ფუზი დაამარცხა, რომელმაც მეორე ადგილისთვის €166.855 ევრო მიიღო. 

 

თეგები
პოკერი WSOPE 2017

რუმები

ქართული უცხოური