დომინიკ ნიცშე WSOPE €111.111 ევროიან One Drop High Roller-ს იგებს

გერმანული პოკერი რომ დიდების ზენიტშია, ამის დასტურად უკანასკნელ პერიოდში გამართული ძვირადღირებული ტურნირების ფინალური მაგიდებიც გამოდგება. გუშინ კი, როზვადოვში მიმდინარე WSOPE-ის €111.111 ევროიანი One Drop High Roller კიდევ ერთხელ გახდა გერმანული დესანტის სამიზნე - ევროპული სერიების ყველაზე ძვირადღირებული ტურნირის გამარჯვებული დომინიკ ნიცშე გახდა. 

ტურნირის ფინალურ მაგიდაზე, ერთი ქვეყნის წარმომადგენლებიდან, დომინიკ ნიცშე, ანდრეას აილერი, შტეფენ სონტაიმერი და კრისტოფ ვოგელსანგი მოხვდნენ. მე-10 პოზიციიდან რომ კენი ჰალერტი არ გავარდნილიყო, ფინალურ მაგიდას კიდევ ერთი გერმანელი შეუერთდებოდა, მაგრამ ის თანამემამულის - დომინიკ ნიცშეს მსხვერპლი გახდა. 

გადამწყვეტი დუელი ორ გერმანელს - დომინიკ ნიცშესა და ანდრეას აილერს შორის გაიმართა და ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰედს-აპის დასაწყისისთვის, ნიცშე ანდერდოგის პოზიციაში აღმოჩნდა, მთელი ორთაბრძოლა მისი დომინაციით გაგრძელდა. მან ჯერ ჩიპლიდის მოპოვება, შემდეგ კი ტურნირის მოგება შეძლო. იმ ფაქტს, რომ ტურნირის ლაინ-აფი საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, ფინალური მაგიდის მონაწილეებიც მოწმობენ: დომინიკ ნიცშე, ანდრეას აილერი, მიკიტა ბადიაკოვსკი, შტეფენ სონტაიმერი, კრისტოფ ვოგელსანგი, მარტინ კაბრელი და ჩარლი კარელი - თანამედროვე სატურნირო პოკერის ნამდვილ ვარსკვლავებად შეიძლება ჩაითვალონ. 

რუმები

ქართული უცხოური