ფილ ჰელმუტი კრის ფერგიუსონს დაშვებულ შეცდომებს პატიობს

პოკერის სამყაროში, ადამიანების რეპუტაციას გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ფინანსურ მდგომარეობას. როცა პოკერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირი პოკერის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანტიგმირთან სურათს იღებს, რეპუტაციის საკითხი ეჭვქვეშ დგება. 

სწორედ ასე მოიქცა ფილ ჰელმუტი, როდესაც კრის ფერგიუსონს WSOP-ის მე-6 სამაჯური მიულოცა სიტყვებით - "გილოცავ WSOP-ის ბეჭდების მფლობელთა წრეში დაბრუნებას". მილოცვას სურათიც მოჰყვა, რომელიც PokerStars-ის რამდენიმე წარმომადგენლის მკაცრი კრიტიკის ობიექტად იქცა. 

"კრის ფერგიუსონი დადებით ემოციებს იწვევს შენში? - იკითხა PokerStars-ის სახემ, ჯეისონ მერსიერმა, - თუ შენ თვითონ აძლევ ფერგიუსონს პოზიტიურ ელფერს?"

"დრო ვერ გამონახე ჰარვი ვაინშტაინთან, კრის ბრაუნთან და ბერნი მედოფთან სურათის გადასაღბად? შემდეგში აუცილებლად ასე უნდა მოიქცე" - დენიელ ნეგრანუს ირონიულ პოსტს ფილ ჰელმუტის პასუხი მოჰყვა: "ჩემს წიგნში - Poker Brat, აღწერილი მაქვს ჩემი დამოკიდებულება კრისის მიმართ. მე მისი უდანაშაულობის მჯერა."

საინტერესოა სხვა მოთამაშეების დამოკიდებულება თავად დენიელ ნეგრანუს მიმართ, რომელმაც PokerStars-ის მიერ გაზრდილი საკომისიო დადებითად და მოთამაშეებისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

 

რუმები

ქართული უცხოური