ბრიტანელი მოთამაშე, ემა ფრაიერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
გასულ სამშაბათს, როზვადოვიდან ძალიან სამწუხარო და მძიმე ამბავი მოვიდა: ბრიტანელი პოკერის მოთამაშე, ემა ფრაიერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ემა ფრაიერის ვიზიტი, როზვადოვში, მისი პირველი WSOP-ის სატურნირო სერია უნდა ყოფილიყო. ის WSOPE მეინ ივენთის თამაშს გეგმავდა... უკანასკნელი ცნობებით, ავტოკატასტროფის მიზეზი უამინდობა, კერძოდ, ნისლი და შემცირებული მხედველობის არე გახდა.
ემა ფრაიერი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ლოკალურ ტურნირებში. მის რეზიუმეში სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომელიც პოკერის პროფესიონალი მოთამაშის კარიერის დასაწყისს გულისხმობდა. მანამდე, 14 წლის განმავლობაში, ემა ფრაიერი Bet365-ის პოკერისა და კაზინოს განყოფილებების VIP მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.
ბრიტანელი მოთამაშის ყველაზე დიდი მოგება ნოტინგჰემში გამართულ, Dusk Till Dawn-ზე აღებული მე-3 ადგილისთვის გადახდილი ანაზღაურება - £47.500 ფუნტია. საერთო ჯამში, ის 93-ჯერ არის გასული ტურნირების საპრიზო ადგილებზე.