კრის მორმანი სარეკორდო 26-ე Triple Crown-ს იგებს

2017 წელი კრის მორმანისთვის საკმაოდ დატვირთული და შემოსავლიანი აღმოჩნდა: მან ჯერ კარიერაში პირველი WSOP-ის სამაჯური მოიგო, თითქმის $500.000 დოლარიანი ანაზღაურებით; შემდეგ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა; ახლა კი Triple Crown-ის სარეკორდო 26-ე  ტიტული მოიგო.

ონლაინ პოკერში, Triple Crown-ის ტიტული 7 დღის განმავლობაში ნებისმიერი 3 ტურნირის მოგებას გულისხმობს, რომელთა საპრიზო ფონდი $10.000 დოლარს მაინც აღემატება და რომელზეც 100 მონაწილე მაინც დარეგისტრირდა. 

Triple Crown-ის რბოლაში მე-2 ადგილზე ჩილელი მოთამაშე, ნიკოლას ფიეროაა, რომელმაც 21-ჯერ მოახერხა აღნიშნული ტიტულის მოგება. 11 სამმაგი მოგებით, მე-3 ადგილს უნგრელი პროფესიონალი, პიტერ ტრეპლი იკავებს. 

ამჟამად, კრის მორმანის ანგარიშზე WSOP-ისა და WPT-ის ტიტულები ირიცხება. მას მხოლოდ EPT-ის მეინ ივენთის ტიტულის მოგებაღა დარჩა, რათა Live Triple Crown-ის მფლობელიც გახდეს. 

რუმები

ქართული უცხოური