ლივ ბურე Great Big Story-ისა და Hewlett-Packard-ის ვიდეოში გამოჩნდა

პოკერის ცნობილი მოთამაშე Hewlett-Packard-ის მიერ დაფინანსებულ ვიდეოში გამოჩნდა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეხება და მასში, ბრიტანელი პროფესიონალი მოთამაშის გარდა, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ტუომას სენდჰოლმიც მონაწილეობს. 

წლის დასაწყისში, კარნეგი მელონის უნივერსიტეტში აწყობილმა რობოტმა, სახელად Libratus, ხელოვნური ინტელექტის სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. 'ლიბრატუსის' მეშვეობით მეცნიერებმა პოკერის მოთამაშეები დაამარცხეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერს ხელი მიუწვდება ადამიანს კონკურენცია გაუწიოს არამხოლოდ გამოთვლით და ინფორმაციაზე დაფუძნებულ ასპარეზზე, არამედ იმ სფეროში, რომელიც არასრულ ინფორმაციაზეა აგებული. 

პოკერი თამაშის სწორედ ის სახეობაა, რომლის მთავარ ხიბლსაც ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს. ლივ ბურემ და დოქტორმა ტუომას სენდჰოლმმაც სწორედ თამაშის ამ თავისებურებაზე ისაუბრეს. ბრიტანელი მოთამაშის განმარტებით, პოკერში იმაზე გაცილებით მეტი უნიკალური სიტუაცია არსებობს, ვიდრე სამყაროში არსებული ატომები. რა თქმა უნდა, წინადადების გაგება მხატვრულადაა შესაძლებელი. 

სრული ვიდეოს ნახვა ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ:

რუმები

ქართული უცხოური