PartyPoker დაპაუზებული ექაუნთების გადასახადს აუქმებს

როგორც ონლაინ პოკერ-რუმის, PartyPoker-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოკერ-რუმი იმ ყოველთვიურ გადასახადს აუქმებს, რაც დაპაუზებული ექაუნთების მოხმარებლებს ეკისრებოდათ. 

ამ დრომდე, PartyPoker-ის სოფტი, 180 დღიანი გაუაქტიურებლობის შემთხვევაში, ექაუნთიდან, რომელსაც დადებითი ბალანსი ჰქონდა, 5 ევროს ჭრიდა. ადვილი მისახვედრია, რომ მოთამაშეებშის მხრიდან მსგავსი გადასახადი კრიტიკის ხშირი ადრესატი ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ თუ ექაუნთის ბალანსი 0 იყო, ის ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფლდებოდა. 

პოკერ-რუმის წარმომადგენლის, პატრიკ ლეონარდისა და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ სექსტონის განმარტებით, PartyPoker-ის გუნდი მომხმარებელზეა ორიენტირებული და მის ყოველ შენიშვნას მაქსიმალურად დიდ ყურადღებას უთმობს:" ჩვენ ვცდილობთ ყოველი კომენტარი და რეპლიკა გავაანალიზოთ, იქნება ეს ფორუმებზე, ჩატრუმებში თუ სოციალური ქსელების კომენტარების სექციაში."

 

რუმები

ქართული უცხოური