დენ სმიტი, WPT Five Diamond High Roller-ზე, $1.4 დოლარს იგებს
WPT-ის რამდენიმე ჰაი როლერ ივენთის შემდეგ, რომლებსაც შედარებით 'დაბალი' ბაი-ინი ჰქონდათ, მოთამაშეები $100.000 დოლარიან სუპერ ჰაი როლერზე დარეგისტრირდნენ.
ტურნირზე 39 მონაწილე დარეგისტრირდა, რამაც საპრიზო ფონდი $3.9 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ივენთის პირველი ანაზღაურება, მე-6 ადგილზე გასულ ბრინ კენის შეხვდა, რომელმაც $234.000 დოლარი მოიგო. 5 მოთამაშით შედგენილი ფინალური მაგიდა კი ერთი დღით დაპაუზდა.
ფინალური მაგიდა, რომელზეც დენიელ ნეგრანუ, დენ სმიტი, შტეფან შილჰებელი და სერჰიო აიდო თამაშობდნენ, აიზიკ ჰექსტონის ჩიპლიდით დაიწყო. პოკერის მოყვარულების გასახარად, ტურნირის ლაივ ფიდი დენიელ ნეგრანუმ აიღო თავის თავზე - PokerStars-ის სახე ტურნირის მსვლელობის ყოველ მნიშვნელოვან დეტალს 'ტვიტერზე' ასაჯაროებდა.
საბოლოოდ, კანადელმა მოთამაშემ მე-2 ადგილზე გასვლა მოახერხა და ტურნირის ჩემპიონობა დენ სმიტს დაუთმო. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ადგილი | მოთამაშე | ანაზღაურება |
1 | დენ სმიტი | $1.400.000 |
2 | დენიელ ნეგრანუ | $936.000 |
3 | შტეფენ შილჰებელი | $624.000 |
4 | აიზიკ ჰექსტონი | $390.000 |
5 | სერჰიო აიდო | $312.000 |
6 | ბრინ კენი | $234.000 |