WPT-ის სამგზის გამარჯვებულმა, დარენ ელიასმა 'ბორგატას' ჩემპიონატი მოიგო
დარენ ელიასმა, კარიერაში მეორედ, Borgata Championship-ის $2.700 დოლარიანი მეინ ივენთი მოიგო, $293.062 დოლარით პირველი ადგილისთვის.
პირველად, ელიასმა Borgata Championship-ის მოგება 2014 წელს შეძლო, როდესაც პირველი ადგილისთვის მან $843.000 დოლარი მიიღო. WPT-ის სამგზის ჩემპიონის საერთო კარიერული მოგება, უკვე, $5.2 მილიონ დოლარს აჭარბებს.
'ბორგატას' მეინ ივენთზე 473 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც საპრიზო ადგილებამდე 45 მათგანმა მიაღწია. ფინალური მაგიდის ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, რა თქმა უნდა, თავად დარენ ელიასი იყო, მაგრამ მის გარდა, ფინალურ მაგიდას კიდევ ერთი ტიტულოვანი მოთამაშე, WSOP-ისა და WPT-ის გამარჯვებული, კევენ სტემენი ჰყავდა, რომელმაც მე-3 ადგილისთვის $103.000 დოლარი მიიღო.
ელიასმა ფინალური ჰედს-აპი მარკ კაგანოვსკის წინააღმდეგ გამართა. მიუხედავად იმისა, რომ კაგანოვსკიმ რამდენჯერმე სცადა უპირატესობის მოპოვება, ელიასი დამაჯერებლად ლიდერობდა გადამწყვეტ ორთაბრძოლას. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ კაგანოვსკიმ ათიანების სეტი მიიღო, მაგრამ ელიასის სთრეითის წინააღმდეგ ვერაფერი მოახერხა.
Pocketfive.com-ის ინფორმაციით, დარენ ელიასი ონლაინ პოკერშიც კარგ შედეგს დებს - მისი ოლნაინ მოგებების გრაფიკმა $3.8 მილიონ დოლარს გადააჭარბა.