ტიმოთი ადამსი PokerStars Prague €50.000 ჰაი როლერს იგებს

კანადელ პროფესიონალს ერთი საათი დასჭირდა, რათა პრაღაში გამართული PokerStars-ის €50.000 ევროიანი ჰაი როლერის ფინალურ სამეულში, მიკიტა ბადიაკოვსკი და ადრიან მატეოსი დაემარცხებინა და €555.000 ევრო მოეგო.

ტურნირზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. ფინალურ მაგიდაზე, ბადიაკოვსკისა და ადამსის გარდა, ესპანელი ადრიან მატეოსი და სემ გრინვუდი მოხვდნენ. ბადიაკოვსკისა და მატეოსის სტეკებთან შედარებით, ადამსმა 6-ჯერ მეტი ჩიპის მოგროვება შეძლო, რამაც გადამწყვეტ მომენტებში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა. 

მიკიტა ბადიაკოვსკი მაგიდის შორტსტეკი იყო, მაგრამ რამდენიმე მასიური გაორმაგების შემდეგ, ჯერ ადრიან მატეოსი ჩამოიტოვა უკან, შემდეგ კი კანადელის სტეკთან გათანაბრება სცადა. რამდენიმე წარუმატებელი ბლეფის შემდეგ, ადრიან მატეოსმა დარჩენილი ჩიპები A8-ის იმედად მაგიდის ცენტრში მოათავსა, რაზეც ადამსისგან QJ-ით ქოლი მიიღო. ბორდზე დადებულმა J-მა ადამსს წყვილი მისცა და მატეოსის სატურნირო სიცოცხლეს ბოლო მოუღო. 

გადამწყვეტი ჰედს-აპი ბელორუსსა და კანადელს შორის სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელდა. მიუხედავად ბადიაკოვსკის წარმატებული თამაშისა, ერთ-ერთ დარიგებაში მან AA-ის ჯიბის წყვილი ადამსის ტრიპსთან წააგო, რამაც სტეკის მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვა. უკანასკნელი დარიგებაზე კი, სთრეით დროსა და ფლეშ დროს იმედად, ბელორუსმა მოთამაშემ მთელი სტეკის გაწირვა გადაწყვიტა და ამჯერადაც წარუმატებლად - რივერზე დადებულმა ნეიტრალურმა კარტმა გამარჯვება ტიმოთი ადამსს მიაკუთვნა. 

 

რუმები

ქართული უცხოური