იგორ კურგანოვი PokerStars-ის €25.000 ჰაი როლერს იგებს
PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის წევრმა, იგორ კურგანოვმა კარიერაში მეორედ, PokerStars Championship High Roller მოიგო, €371.250 ევროთი პირველი ადგილისთვის.
40 მონაწილემ €25.000 ევრო გადაიხადა, რამაც საპრიზო ფონდი €1.274.000 ევრომდე გაზარდა. გარდა 40 ენტრანტისა, საპრიზო ფონდს 12 რე-ბაიც დაემატა. წინა ჰაი როლერის ფინალური მაგიდის მონაწილეებიდან, უკანასკნელ ტურნირზე, ვერცერთი მოხვდა საპრიზო ფონდში: უკანასკნელი ჰაი როლერის გამარჯვებული - ალბერტ დეჰერი და მეორეადგილოსანი - რაიან რაისი ფულში საერთოდ ვერ შევიდნენ.
ტურნირის 'ბაბლ ბოი' კრისტოფ ვოგელსანგი აღმოჩნდა, რომელმაც TT-ით ჯეისი ალვარადოს QQ-თან დამარცხდა. სწორედ ჯეისი ალვარადო და იგორ კურგანოვი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფინალურ ჰედს-აპში. გადამწყვეტი დაპირისპირება რუსმა მოთამაშემ ორმაგი ჩიპლიდით დაიწყო. მიუხედავად ამისა, მექსიკელმა პირველივე დარიგებაზე, მნიშვნელოვანი ხელის მოგება მოახერხა, რომლითაც მეტოქის სტეკს თითქმის გაუთანაბრდა.
საბოლოოდ, 732T5 ბორდზე, აქტიური შეტევის შემდეგ, ალვარადომ T7-ით ოლ ინი გააკეთა, რაზეც კურგანოვმა A4-ით მომენტალურად უპასუხა. რა თქმა უნდა, ალვარადოს ტოპ ორი წყვილი კურგანოვის სთრეითმა დაჯაბნა და გამარჯვებაც რუსს მიანიჭა.
ტურნირის ფინალური შვიდეული შემდეგნაირად გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | იგორ კურგანოვი | რუსეთი | €401.000 |
2 | ჯეისი ალვარადო | მექსიკა | €290.000 |
3 | კრისტოფერ კრუკი | კანადა | €185.000 |
4 | სტივენ ჩედვიკი | დიდი ბრიტანეთი | €140.000 |
5 | ტომას მიულოკერი | ავსტრია | €108.000 |
6 | ვლადიმირ ტროიანოვსკი | რუსეთი | €83.000 |
7 | ერიკ საიდელი | აშშ | €67.000 |