ილარი Ziigmund საჰამისი Survivor-ის სატელვიზიო შოუში მიიღებს მონაწილეობას
ფინური პოკერის ლეგენდა, ილარი Ziigmund საჰამისი 16 მონაწილეს შორის ერთ-ერთია, ვინც სატელევიზიო რეალითი შოუ - Survivor-ში 2018 წლიდან გამოჩნდება.
გადაცემა უკვე აჩვენეს ფილიპინებში. ფინეთში კი, ის 2018 წლის 3 თებერვალს აიღებს სტარტს და მას ფინური ტელეარხი Nelonen გააშუქებს. ამერიკული ვერსიისგან განსხვავებით, სადაც მთავარი ჯილდო $1.000.000 დოლარია, ფინურ ვერსიაში გამარჯვებულს $35.000 დოლარი გადაეცემა. რა თქმა უნდა, მსგავსი თანხა ჰაი სტეიკს რეგულარისთვის დიდი მიმზიდველობით არ გამოირჩევა - სამაჰისი $35.000 დოლარს ხშირად წარუმატებელ ბლეფში, ან წარუმატებელი ტურნირის ბაი-ინში ისე ხარჯავდა, რომ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.
როგორ თავად აცხადებს, მისი მთავარი მოტივატორი, რის გამოც გადაცემაში ღებულობს მონაწილეობას, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. ილარი საჰამისი სკანდალური იმიჯითაა ცნობილი, რაც მის მიერ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით შეიძლება აიხსნას. ძვირადღირებულ თამაშებზე, ის ხშირად მიდიოდა ნასვამი, რასაც მისი ბანკროლისთვის მძიმე შედეგები მოჰქონდა.
გადაცემაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მის ფინეთი, რომელმაც ულამაზესი ფინელის ტიტული 2012 წელს მოიპოვა. ილარი საჰამისი, მართალია იშვიათად, მაგრამ დღემდე თამაშობს PokerStars-ზე, Ilari_FIN-ის სახელით.