ვანესა სელბსტი PokerStars-თან კონტრაქტს აუქმებს და პოკერიდან მიდის
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე ქალი, ვანესა სელბსტი პოკერის მოთამაშის კარიერას ასრულებს და 'რეალურ' ბიზნესში მიდის. მის ანგარიშზე ლაივ ტურნირებზე მოგებული $12 მილიონი დოლარი და WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურია.
სელბსტის განცხადების მიხედვით, ის PokerStars-თან რამდენიმე წლის წინ დადებულ კონტრაქტსაც აუქმებს. 33 წლის ნიუ იორკელმა პროფესიონალმა გემბლერმა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და თქვა, რომ მსგავსი ნაბიჯის მიზეზი გამუდმებული მოგზაურობა, მისთვის შესაფერისი თამაშების იშვიათობა და თანამედროვე პოკერის მნიშვნელოვანწილად გართულება გახდა.
ვანესა სელბსტი პირველი არაა, ვინც პოკერი მიატოვა - ფედორ ჰოლცი და იენს კილონენი, ოფიციალურად, ერთ წელზე მეტია, რაც დიდ პოკერს გამოეთიშნენ, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, დიდ ტურნირებსა და ქეშ-გეიმებში კვლავ მიეღოთ მონაწილეობა. როგორც ჩანს, მათთვის 'პოკერიდან წასვლა' განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს.
მისი განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფედორ ჰოლცისგან და იენს კილონენისგან განსხვავებით, ვანესა სელბსტი საკითხს საკმაოდ სერიოზულად უდგება: "უმთავრესი მიზეზი, რატომაც გადავდგი მსგავსი ნაბიჯი Black Friday-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პოკერს პროფესიად აქცევ, დროის 90%-ის გატარება ამერიკის ფარგლებს გარეთ მოგიწევს, რაც გარკვეული პერიოდით საკმაოდ კარგი იდეაც ჩანდა. მაგრამ როცა ჩემი გვიანი 20-იანი წლები ადრეულ 30-იანებად იქცნენ, როცა მივხვდი, რომ ბევრად სტაბილური ცხოვრება და ოჯახის შექმნა მინდოდა, ყველაფერი შეიცვალა."
PokerStars-ის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენლისგან განსხვავებით, სელბსტი საკმაოდ გულახდილია: "მე არ შემიძლია პოკერის ამბასადორის რანგში გამოვიდე და ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ინტერნეტში თამაში დაიწყონ, რათა მათი მოგება გარანტირებული იქნება. დღესდღეობით, პოკერი საკმაოდ გართულდა და თამაშით ფულის შოვნა გაცილებით ძნელია, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ამიტომაც, არ მინდა ახალ თაობასთან ტყუილი გამომივიდეს."