WSOP მეინ ივენთის ჩემპიონი, მარტინ ჯეიკობსონი PokerStars-ის ტურნირს იგებს

WSOP-ის მეინ ივენთის ჩემპიონმა, მარტინ ჯეიკობსონმა PokerStars-ის Super Tuesday-ის ტურნირი მოიგო, $129.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. 

2010 წელს, ჯეიკსობსონმა, ლას ვეგასში, WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო, რისთვისაც $10.000.000 დოლარი მიიღო. მას შემდეგ, ჯეიკობსონის კარიერის აღმასვლა ერთი წამითაც არ შეჩერებულა - მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $16.000.000 დოლარს გადაცდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მარტინ ჯეიკობსონმა 888poker-თან გააფორმა კონტრაქტი და ერთ-ერთი ცნობილი პოკერ-რუმის სახე გახდა, PokerStars-ის ივენთებზე მისი ნახვა მაინც ხშირადაა შესაძლებელი: მან PokerStars-ის ზამთრის სერიების 22-ე ივენთი მოიგო. 

ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი $750.000 დოლარს შეადგენდა, მაგრამ 738 მოთამაშის დარეგისტრირების შემდეგ, პრაიზპული კიდევ რამდენიმე ათეული ათასით გაიზარდა. პირველი დღის დასრულების შემდეგ, მარტინ ჯეიკობსონი ტურნირის ჩიპლიდერი იყო, მაგრამ მეორე დღისთვის მისი დაღმასვლა დაიწყო. რამდენიმე მძიმე ჩავარდნის მიუხედავად, ფინალურ მაგიდაზე სტარტი შვედმა მოთამაშემ კვლავ ჩიპლიდერის სტატუსით მოახერა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. 

მარტინ ჯეიკობსონს, 2012-2016 წლებში PokerStars-ის რამდენიმე ონლაინ ღონისძიება აქვს მოგებული, მინიმალური $75.000 დოლარიანი ანაზღაურებით. 

რუმები

ქართული უცხოური