ჯოზეფ ჩონგი PokerStars Sunday Supersonic-ს, ხოლო მარტინ ჯეიკობსონი 888poker Whale-ს იგებენ

ცოტა ხნის წინ, ჯოზეფ ჩონგმა 'ტვიტერზე' პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის PokerStars Carribean-ზე თამაშის სურვილს გამოთქვამდა. "$70.000 დოლარიანი მოგებით წლის დაწყება ცუდი არ უნდა იყოს" - წერდა ის. მართალია, იმდენის მოგება ვერ შეძლო, რამდენსაც ვარაუდობდა, მაგრამ $215 დოლარიანი PokerStars-ის Sunday Supersonic-ის პირველი ადგილისთვის, ჩონგმა $30.000 დოლარი მიიღო, რაც წლის დასაწყისისთვის ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს. 

ამერიკული პოკერის ახალი თაობის ლეგენდამ, ჯოზეფ ჩონგმა 915 მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ტურნირის სტარტიდან, მის დასასრულამდე, ჩონგმა 2 საათი და 23 წუთი დახარჯა. ფინალური ჰედს-აპი ჩონგსა და კრისტენ ბიკნელს შორის გაიმართა, რომელმაც მეორე ადგილისთვის $22.021 დოლარი მიიღო. ამ მოგებით, ჯოზეფ ჩონგის საერთო სატურნირო შემოსავალი $3.16 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

მარტინ ჯეიკობსონმა კი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 888poker-ის სახე გახდა, მისი სპონსორი პოკერ-რუმის $150.000 Guarantee Whale ივენთი მოიგო. 106 მოთამაშეს შორის პირველ ადგილზე გასვლისთვის, ჯეიკობსონმა $39.750 დოლარინ მიიღო. ჯეიკობსონის გარდა, მიმდინარე კვირას, საკვირაო ტურნირის მოგება კიდევ ერთმა შვედმა პროფესიონალმა, რობინ ილიტალომ მოახერხა - 888poker $120.000 GTD Mega Deep Special Edition-ის პირველი ადგილისთვის მისი სათამაშო დღე $24.434 დოლარიანი პლუსით დასრულდა. m

რუმები

ქართული უცხოური