ერიკ საიდელის მოსწავლე, მარია კონიკოვა PCA-ის ტიტულს იგებს

როგორც ჩანს, ერიკ საიდელი არამხოლოდ თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, არამედ ასეთივე დონის მასწავლებელიცაა: The New York Times-ის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ავტორმა, მარია კონიკოვამ PCA-ის ტიტული მოიგო. მისი წიგნი, The Biggest Bluff პოკერს, ინდუსტრიის ელიტას და ერიკ საიდელს შეეხება. 

როგორც წიგნში კონიკოვა აღწერს, ერიკ საიდელი მისი მთავარი ინსპირატორი იყო, რომლის თამაშსაც ის აქტიურად აკვირდებოდა. სწორედ ერიკ საიდელი იყო მისი მწვრთნელი მთელი ერთი წლის განმავლობაში. შედეგიც სახეზეა: კონიკოვა 2018 წლის PCA-ის $1.650 დოლარიანი ივენთის გამარჯვებული გახდა. კონიკოვამ 290 მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და $85.000 დოლართან ერთად, მომავალი წლის იანვრისთვის დაგეგმილიPokerStars Players Championship-ის საგზურიც მოიპოვა. 

"ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე ეს მოხდებოდა, - ამბობს ინტერვიუში მარია კონიკოვა, - მე მართლაც ძალიან, ძალიან დიდი შრომა ჩავდე საკუთარი თამაშის გამოსწორებაში, მაგრამ ასეთი გამარჯვება მაინც დაუჯერებელია. ტურნირის მოგება, მსგავსი მომზადებისა და წვალების შემდეგ, მართლაც დიდი საჩუქარია." მისი წიგნი - The Biggest Bluff მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა და, სავარაუდოდ, დიდ გამოხმაურებას და კრიტიკოსების მოწონებას დაიმსახურებს. 

რუმები

ქართული უცხოური