ჯეიმი სტეპლსმა 45 კილო დაიკლო

უკვე 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯეიმი სტეპლსმა და მისმა ძმამ, მეტმა სანაძლეო დადეს. პროფ ბეთის მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ბილ პერკინსი დგას. სანაძლეოს მიხედვით, 150 კილოიან ჯეიმისა და 60 კილოიან მეტს, ერთი წლის შემდეგ, ერთნაირი წონა უნდა ეჩვენებინათ. 

2017 წლის 25 მარტს, პერკისნმა ძმებს 50:1 შანსებით, მათ სანაძლეო პირობები შესთავაზა. სტეპლსები, წაგების შემთხვევაში, $3.000 დოლარს დაკარგავდნენ, მაგრამ $150.000 მოიგებდნენ. როგორც ჩანს, ძმებისთვის სანაძლეო საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. მათ შორის არსებული 75 კილოიანი სხვაობა 10 კილომდეა შემცირებული - ჯეიმიმ 45 კილოს დაკლება, ხოლო მეტმა 20 კილოს მომატება შეძლო. 

საკუთარი 'იუთუბის' არხზე ჯეიმი სტეპლსის ნახვა ხშირადაა შესაძლებელი ვარჯიშის დროს, ან სპეციალური, დიეტური კერძების მომზადების დროს - ჯეიმი სოლიდურ თანხებს ხარჯავს ბოსტნეულზე, ქათმის ფილეზე და სხვა დაბალკალორიულ საკვებზე, მაშინ როცა მისი ძმა დიდი რაოდენობით ნაყინს, ფასტ ფუდსა და პიცას ეტანება. "მე ჩემს ძმასთან ერთად ვცხოვრობ და მიწევს მისი ატანა ჩიპსებით, პიცითა და გემრიელად მომზადებული პასტით. მე იქვე ვზივარ, უგემური ქათმითა და სალათით."

 

რუმები

ქართული უცხოური