აშშ-ში სარეკორდო $1.068.590 დოლარიანი ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა
16 იანვარს, მიჩიგანში, Detroit Motor City Casino-ში რეკორდული ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა. $1.068.590 დოლარიანი ჯეკპოტი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 3-იანების ქუადსი ქალების ქუადსმა დაამარცხა.
'უიღბლო' მოთმაშემ, რომელსაც მიჩიგანელ სკოტად მოიხსენიებენ, ჯეკპოტის 40%, ანუ $427.452 დოლარი მოიგო. გამარჯვებული ხელის პატრონმა კი, ჯეკპოტის 20% მიიღო, რაც $213.712 დოლარს შეადგენს. დარჩენილი 40% მაგიდაზე მსხდომ 4 მოთამაშეს შორის განაწილდა.
მიზეზი, რის გამოც ბედ ბით ჯეკპოტმა ამხელა თანხა შეადგინა და რის გამოც ის რამდენიმე წლის განმავლობაში არ თამაშდებოდა, შემდეგშია: იმისთვის, რომ ბედ ბით ჯეკპოტი ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ორივე მოთამაშეს ჯიბის წყვილი უნდა ეჭიროს და მხოლოდ ასე უნდა შეადგინოს ქუადსი. კიდევ ერთი უცნაური წესი, რაც კაზინოს ჰქონდა, იმაში მდგომარეობდა, რომ დარიგების დროს ბანკი მინიმუმ $20 დოლარი უნდა ყოფილიყო. როგორ დაბალ ლიმიტზეც არ უნდა გვქონდეს საუბარი, რთული წარმოსადგენია სიტუაცია, როდესაც ერთმანეთს ორი ქუადსი უპირისპირდება, ხოლო შოუდაუნისთვის ბანკი $20 დოლარზე ნაკლებს შეადგენს.
ჯეკპოტმა ამერიკის მასშტაბით ყველა რეკორდი მოხსნა. თუმცა, ის პირელი ბედ ბით ჯეკპოტი არაა, რომელიც წელს გათამაშდა: მიმდინარე წლის 7 იანვარს, ონლაინ პოკერის ოპერატორზე - Chico Gaming Network-ზე 'უიღბლო' მოთამაშეებისთვის დაწესებული $994.000 დოლარიანი პრიზი გათამაშდა.