ბეტრან Elky გროსპელიე PokerStars-ის დატოვებას გეგმავს
ოფიციალური ინფორმაცია ფრანგი მოთამაშის PokerStars-დან წამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. განმარტება PokerStars-ის წარმომადგენელს არ გაუკეთებია, მაგრამ თავად ბერტრან გროსპელიეს განცხადებით, მან მსოფლიოს უდიდესი პოკერ რუმი დატოვა.
რამდენიმე დღის წინ, Pokerfuse.com-ის ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ფრანგი ონლაინ გრაინდერი პოკერ-რუმის დატოვებას აპირებდა. PokerStars-ის ოფიციალური საიტიდან 'ელკის' სურათების გაქრობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ 'სტარსის' პროფესიონალთა გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ვანესა სელბსტის, ჯეისონ მერსიერისა და ფელიპე რამოსის შემდეგ, ბერტრან გროსპელიე მე-4 მოთმაშე იქნება, ვინც 2018 წელს 'პოკერსტარსიდან' წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
თავად ბერტრან გროსპელიე 'ტვიტერზე' განცხადებას ავრცელებს, რომელიც PokerStars-დან მის წამოსვლას ადასტურებს: "11 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, დროა PokerStars-მა თავისი გზა ცალკე განაგრძოს. ერთად არაჩვეულებრივად ვიმოგზაურეთ, მაგრამ 2017 წელმა აჩვენა, რომ საიტზე სიახლეების დრო იყო. უკანასკნელი რამდენიმე წლის გარდა, მე აქტიურად ვიყავი ჩართული PokerStars-ის საქმიანობასა და სტრატეგიაში, რაც თამაშის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ეს ყველაფერი კი შეიცვალა. მე საკმაოდ ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ მხოლოდ დასპონსორებული მოთამაშე ვიყო. მსურს, რომ მსოფლიო პოკერს გაცილებით მეტი მივცე."
ბერტრან გროსპელიემ სახელინ 2008 წელს გაითქვა, როდესაც PCA-ის მეინ ივენთი $2.000.000 დოლარიანი ანაზღაურებით მოიგო. მას შემდეგ, 'ელკი' PokerStars-ის მაგიდებთან აღმოჩნდა, სადაც უდიდესი წარმატება ნახა - ის პირველი ონლაინ გრაინდერი იყო, ვინც Supernova და Supernova Elit-ის სტატუსების მოპოვება შეძლო. პოკერის პროფესიონალი მოთამაშის კარიერამდე, გროსპელიე StarCraft-ის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ პოკერმა ის სულ უფრო და უფრო ჩაითრია, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. უკანასკნელ პერიოდში ის კვლავ დაუბრუნდა eSports-ს: გროსპელიე