პოკერიდან წასვლის შემდეგ, ვანესა სელბსტი პოკერის ტურნირზე რეგისტრირდება

ბოლო დროს, პროფესიონალური პოკერიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე მოთამაშემ მიიღო. ნელ-ნელა დიდი პოკერის დატოვება კომიკურ ხასიათს იღებს და, ხშირ შემთხვევაში, გულშემატკივრების გაღიზიანებას ან ირონიულ დამოკიდებულებას იწვევს. 

ერთ-ერთი პირველი და კლასიკური მაგალითი, რომელიც 'პოკერიდან უდროოდ წასულ' და შემდეგ კვლავ დაბრუნებულ მოთამაშეს ეხება - ფედორ ჰოლცის შემთხვევაა. გერმანელმა მოთამაშემ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ათეულობით ძვირადღირებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ ბანკროლს რამდენიმე მილიონი დოლარი შემატა. 

გამონაკლისი, როგორც ჩანს, არც ვანესა სელბსტი იქნება - ხმაურიანი გადაწყვეტილების შემდეგ, ზუსტად ორკვირიან ინტერვალში, სელბსტი Hard Rock-ის ტურნირზე დარეგისტრირდა. სელბსტის პოკერიდან წასვლამ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მის გამოსამშვიდობებლად ცნობილი მოთამაშეები ემოციურ ტექსტებსაც არ ერიდებოდნენ: "ახალ კარიერაში ვანესას წარმატებას ვუსურვებ, - წერდა პოკერის ლეგენდა, პატრიკ ანტონიუსი, - შენთან თამაში დიდი პატივი იყო. პოკერს ძალიან დააკლდები."

მოვლენების მსგავსად განვითარების შემდეგ, სელბსტის უკანასკნელ გადაწყვეტილებას დენ შეკი და ჯოზეფ ჩონგი გამოეხმაურნენ: "რატომ უნდა წახვიდე პოკერიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ 2 კვირაში დიდ ტურნირზე დარეგისტრირდე? - წერს დენიელ შეკი, - მსგავსი საქციელი პრესის, მოთამაშეებისა და გულშემატკივრების შეურაცხყოფაა."

"პოკერს 2 დღის წინ არ დაანებე თავი" - მიმართა სელბსტს ჯოზეფ ჩონგმა. მოთამაშეების მხრიდან მსგავს გამოხმაურებას სელბსტის გაკვირვება მოჰყვა: "უცნაურია ეს ყველაფერი - ადამიანები ღიზიანდებიან იმის გამო, რომ პოკერიდან წასვლის შემდეგ ტურნირზე დავრეგისტრირდი. ამის მაგივრად, წადით, ტრამპის ქმედებები გააპროტესტეთ!"

რუმები

ქართული უცხოური