2018 წლის Aussie Millions Main Event-ის გამარჯვებული ტობი ლუისი გახდა

2018 წლის Aussie Millions Main Event ბრიტანელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, ტობი ლუისმა მოიგო. ლუისმა ფინალური დღე ჩიპების მაქსიმალური რაოდენობით დაიწყო და დაასრულა კიდეც. ტურნირის უკანასკნელი დღისთვის, ტობი ლუისის ჩემპიონობა ბევრისთვის აშკარა იყო - ამაზე მისი გამოცდილებაც მეტყველებდა და ლაივ ივენთებზე დაგროვილი მოგებებიც. 

როგორც 28 წლის მოთამაშე ამბობს, მას არანაირი წნეხი არ უგრძვნია: "სავარაუდოდ, ყველაზე ადვილი ფინალური მაგიდა იყო, რადგანაც არანაირი სტრესი არ მიგრძვნია, - ამბობს ლუისი, - ბოლო დროს საკუთარ თამაშზე ბევრი ვიმუშავე. საკმაოდ კომფორტულად ვიყავი. მოწინააღმდეგეებს და მათ ჩანაფიქრებს ზედმიწევნით ზუსტად ვგრძნობდი. მაქსიმალურად ვეცადე, სოციალური მედიისგან თავი შორს დამეჭირა და საკუთარი თავისთვის ზედმეტი ამბიციურობის საშუალება არ მიმეცა."

როგორც ჩანს, მისმა შრომამ და მეთოდებმა შედეგი გამოიღეს: 800 მონაწილეს შორის, ლუისმა ფინალურ მაგიდამდე ჩიპლიდერის სტატუსით მიღწევა, შემდეგ კიდევ უფრო დიდი სტეკის აკუმულირება, სტეკის სწორად გამოყენება და, საბოლოოდ, ტურნირის მოგება მოახერხა. პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ლუისს შვეიცარიელი შტეფან ჰუბერი დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰუბერმა ლუისს შთამბეჭდავი წინააღმდეგობა გაუწია, მომავალ ჩემპიონს ერთი წამითაც არ დაუკარგავს ჩიპლიდერის სტატუსი. საბოლოოდ, ქალების ტრიპსით, ლუისმა გამარჯვება მოიპოვა და ისტორიულ ტურნირთან ერთად, $1.180.000 დოლარი მოიგო. 

თეგები
პოკერი Aussie Millions

რუმები

ქართული უცხოური