Global Poker Index - სტივენ ჩედვიკი პირველ ადგილზეა

ყოველ კვირას Global Poker Index (GPI) ადგენს ტურნირების საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს, რომელიც მათი უკანასკნელი 3 წლის შედეგებს ეფუძნება. 

2018 წლის იანვარში, GPI-ის წლის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში ჯასტინ ბონომო ლიდერობდა. მისი აფსვინგის განსაკუთრებული ფაზა PokerStars-ის Caribbean Advanture-ზე დაფიქსირდა, როდესაც ბონომომ $100.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერის ივენთზე მე-3, ხოლო $25.000 Lucky Hearts Poker High Roller-ზე 1-ლი ადგილები აიღო. 

ბონომომ პირველობის შენარჩუნება რამდენიმე კვირის განმავლობაში მოახერხა, მაგრამ თებერვლის შუა რიცხვებში, ის სტივენ ჩედვიკმა ჩამოაქვეითა. U.S. Poker Open-ის სერიებზე, რომელიც 8 ტურნირს აერთიანებდა, ჩედვიკმა 5 ივენთის ფინალურ მაგიდაზე თამაში მოახერხა. ერთ-ერთი ივენთის მოგება თავად ჯასტინ ბონომომაც შეძლო. U.S. Poker Open-ზე წარმატებული თამაშის შემდეგ, წლის საუკეთესო მოთამაშის რეიტინგში კიდევ ერთი ცნობილი სახელი გამოჩნდა - დენიელ ნეგრანუმ სერიებზე 3-ჯერ ითამაშა ფინალურ მაგიდაზე. მან მე-3, მე-6 და მე-7 ადგილები აიღო.

წლის საუკეთესო მოთამაშეთა პირველი ათეული ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშეGPI-ის ქულა
1სტივენ ჩედვიკი1430
2ჯასტინ ბონომო1371
3დენიელ ნეგრანუ1345
4ჯანლუკა სპერანცა1339
5ტიმოთი მაილსი1259
6ბენჯამინ პოლაკი1223
7არი ენგელი1183
8შტეფან შილჰაბელი1144
9ადრიან მატეოსი1141
10ჯერალდ კარლიცი1129

წლის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში დაბალი პოზიციის მიუხედავად, GPI-ის საერთო რეიტინგში კვლავ ადრიან მატეოსი ლიდერობს. 2018 წლის PokerStars Caribbean Advanture Main Event-ის ფინალურ მაგიდაზე თამაშის შემდეგ, წლის მოთამაშეთა რეიტინგში ის კვლავ ტოპ 10-ეულში აღმოჩნდა. სამაგიეროდ, უკვე მე-13 კვირაა, რაც ის საერთო რეიტინგის ლიდერია. მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან სტივენ ჩედვიკი და ჯასტინ ბონომო. 

რუმები

ქართული უცხოური