რენდი 'ნანონოკო' ლიუ სელინა ლინზე ქორწინდება

ტურნირებისა და ქეშ-გეიმ მაგიდების გარდა, პოკერის სამყაროში მნიშვნელოვანი ურთიერთობები პირად დონეზეც ყალიბდება - ლეგენდარული ონლაინ გრაინდერი, რენდი nanonoko ლიუ და პოკერის მოთამაშე, სელინა ლინი დაქორწინებას აპირებენ. წყვილი უკვე რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობს, მაგრამ ოჯახის შექმნა სულ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს. 

როგორც 'ნანონოკო' ყვება, როდესაც მან სელინა ლინს ხელი სთხოვა, მისგან მარტივი 'დიახ' არ მიუღია - შეყვარებულის პირველი რეაქცია შოკისგან გამოწვეული უარყოფა იყო. 

უკვე რამდენიმე წელია, რაც რენდი ლიუ და სელინა ლინი PokerStars Team Online-ის წევრები არიან. ისინი 2016 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. როგორც ლინი იხსენებს, წყვილმა ერთმანეთი შვედეთში, eSport-ის მიერ ორგანიზებული DreamHack-ის ტურნირზე აღმოაჩინა. სინამდვილეში, ლიუ და ლინი ერთმანეთს 2010 წლიდან იცნობენ - მათი პირველი შეხვედრა APPT Macau-ს ტურნირზე შედგა, თუმცა, ურთიერთობის პირად დონეზე გადასვლა სწორედ 2016 წელს, შვედეთში მოხდა. 

რენდი ლიუმ მომავალ მეუღლეს ხელი ახალ ზელანდიაში სთხოვა. როგორც სელინა ლინი იხსენებს, წყვილი რამდენიმე დღის განმავლობაში, დროის დეფიციტს განიხილავდა. მართლაც, როდესაც პოკერის მოთამაშე - თანაც მსოფლიოს უდიდესი ონლაინ ოპერატორის წარმომადგენელი ხარ, უამრავი მოგზაურობა გიწევს. როგორც ჩანს, 'ნანონოკოს' გადაწყვეტილება სწორედ მსგავსი პრობლემების გადაჭრას ემსახურებოდა. 

რუმები

ქართული უცხოური