გას ჰენსენი Poker After Dark-ის ომაჰას სესიაზე გამოჩნდა

გას ჰენსენის მიერ Poker After Dark-ის სესიაში მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პოკერის სამყაროში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ლეგენდარული მოთამაშის გამოჩენას უამრავი გულშემატკივარი ელოდა. ყველა ხვდებოდა, რომ Poker After Dark-ის ომაჰას სესიას გამოცოცხლება სჭირდებოდა და მართლაც, ჰენსენმა მაგიდის დინამიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. 

თანამედროვე რეგულარები თამაშებს, განსაკუთრებით კი ლიმიტირებულ თამაშებს, საკმაოდ კონსერვატულად უდგებიან. რა თქმა უნდა, მსგავსი სიტყვა ჰენსენისთვის სრულიად უცხოა - დანიელმა მოთამაშემ თამაში რადიკალურად შეცვალა და სესიის მონაწილეები რამდენიმე დიდ დარიგებაში ჩაითრია. ჰენსენმა თამაში იმდენად გამოაცოცხლა, რომ ერთ-ერთ დარიგბაში, ფლოპის დარიგებამდე, 4 მოთამაშე ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩნდა. პრეფლოპ ოლინი, თანაც 4 მოთამაშეს შორის, თანაც ომაჰაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. 8632-ით დანიელს არაფრი გამოუვიდა და $120.000 დოლარიანი ბანკი სემ სოვერელს შეხვდა.

რამდენიმე დარიგების შემდეგ, QQJ9-ით აღჭურვილმა ჰენსენმა QT8 ფლოპი მიიღო, რაც მას გამზადებულ სთრეითთან ერთად, ტოპ სეტსაც აძლევდა. მეტ კირკს კი, ამ მომენტისთვის, T863 ეჭირა, რაც ორ წყვილსა და ფლეშ დროს ნიშნავდა. ჩიპების მაგიდის ცენტრში მოსაქცევად მოთამაშეებს დიდი დრო არ დაუხარჯავთ. თერნისა და რივერის ორჯერ დარიგების შემდეგ, რომლებმაც სიტუაცია უცვლელი დატოვეს, ჰენსენმა $136.000 დოლარი მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური