$150.000 დოლარის მოგებამდე ჯეიმი სტეპლსს 4 კილოს დაკლებაღა დარჩა
როდესაც ჯეიმი სტეპლსმა ბილ პერკინსთან სანაძლეო დადო, სათამაშო ინდუსტრიის უამრავმა წარმომადგენელმა სტეპლსის გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით შეხედა. მალევე გაირკვა, რომ სკეპტიკოსების მიერ გამოთქმულ ვარაუდებს დიდი მომავალი არ ჰქონდათ დარჩენილი - პირველივე თვეებში, PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის წევრმა წონის დასაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რამაც პროფ ბეთის მოგება შესაძლებლობა რეალური გახადა.
ზუსტად 12 თვის წინ, ამერიკელი ბიზნესმენისა და პოკერის მოყვარული მოთამაშის, ბილ პერკინსის იახტაზე, პერკინსმა და PokerStars-ის ერთ-ერთმა სახემ, ჯეიმი სტეპლსმა სანაძლეო დადეს: ერთი წლის შემდეგ, ჯეიმისა და მის ძმას, მეტ სტეპლსს ერთნაირი წონა უნდა ეჩვენებინათ. იმ მომენტისთვის, ჯეიმი 305 ფუნტს (138 კგ), ხოლო მისი ძმა 134 ფუნტს (60 კგ) იწონიდნენ. ფაქტი, რომ ჯეიმი მის ძმაზე ორჯერ მეტს იწონიდა, სანაძლეო პირობას კიდევ უფრო ართულებდა.
პერკინსმა ძმებს 50:1 შანსები შესთავაზა და სანაძლეოს ლიმიტი $3.000 დოლარამდე განსაზღვრა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ თუ ძმები ბეთს წააგებდნენ, მათ მხოლოდ $3.000 დოლარი ექნებოდათ გადასახდელი; წარმატების შემთხვევაში კი, $150.000 დოლარიან მოგებას მიიღებდნენ. სანაძლეოს მსვლელობის პროცესში გაირკვა, რომ ჯეიმის წონის დაკლება ბევრად უადვილდებოდა, ვიდრე მის ძმას - მომატება.
2018 წლის 2 თებერვალს, ჯეიმის წონა 100 ფუნტით (45 კგ) იყო შემცირებული. ამ მომენტისთვის, საბოლოო მიზნამდე, ძმებს სულ რაღაც 8 ფუნტი, ანუ დაახლოებით 3.5 კილო დარჩათ დასაფარი. იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად განვითარდეს, ძმებმა კვლავ პერსონალურ მწვრთნელს - მაიკ ვაკანტის მიმართეს. ამ მომენტისთვის მეტ სტეპლსი 187 ფუნტს იწონის და კვლავ განაგრძობს აქტიურ ვარჯიშსა და ჭარბი კალორიების მიღებას. მწვრთნელის დახმარება სწორედ უკანასკნელი რამდენიმე კილოგრამის კორექციისთვისაა საჭირო. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ძმები ლეგენდარულ სანაძლეოს დათქმულ დროზე ადრე მოიგებენ.