125 დღის განმავლობაში, არლი შაბანმა 'ტვიჩზე' 1.000 საათი გაატარა

სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, არლი შაბანს 'ტვიჩის' ექაუნთიც კი არ ჰქონდა. 125 დღის განმავლობაში 1.000 საათიანი პირდაპირი ეთერის შემდეგ, შაბანმა 7.000 გამომწერი გაიჩინა, GG Network-ის წარმომადგენელი გახდა, ხოლო PokerStars-ისგან პოკერის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდოც კი მიიღო. 

პოკერის სამყაროში არლი შაბანის სახელი ნაკლებადაა ცნობილი. სამაგიეროდ, კანადელმა პროფესიონალმა სატელევიზიო რეალითი შოუს - Big Brother-ში მონაწილეობის მიღებით გაითქვა სახელი. მისი პოკერით დაინტერესება სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც Big Brother-ის გადაღებებისას PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის მომავალი წევრი, კევინ მარტინი გაიცნო. მარტინმა მის მომავალ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 

არლი შაბანმა 'ტვიჩის' კარიერა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. დეკემბრის ბოლოსთვის მისი არხი ყველაზე პოპულარული არხების ტოპ შვიდეულში მოხვდა. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ხანგრძლივი პირდაპირი ტრანსლაციების გამო, რაც მკაცრ რეჟიმს მოითხოვდა, შაბანმა სპეციალური განრიგი შეადგინა: ის კვირაში 3-4 საათს დარბაზში ატარებდა, ჯანსაღად იკვებებოდა და დიდი რაოდენობით წყალს სვამდა. მის მიერ წარმოებული დღიურის იმ ნაწილში, რომელიც კვების რაციონს ეხება, აღწერილია მისი ყოველდღიური დიეტა. უკანასკნელი დღეების აღწერაში კი იკითხება: დღე მე-100 - ვჭამ ყველაფერს, რათა გადავრჩე. 

თავდაუზოგავი შრომისთვის, არლი შაბანს ისეთმა მოთამაშეებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა და თანადგომა, როგორებიც ლექს ვალდუსი, ჯეფ გროსი და კევინ მარტინია. PokerStars-მა კი ონლაინ პოკერის გმირს $125 დოლარის ღირებულების სატურნირო ბილეთები აჩუქა. 

რუმები

ქართული უცხოური