პატრიკ ანტონიუსი $270.000 დოლარიან ტურნირზე ითამაშებს

აზარტული სამყაროს დედაქალაქი რომ ლას ვეგასია - ეჭვგარეშეა. გარკვეული პერიოდით, ვეგასს კონკურენციას ლონდონი უწევდა. უკანასკნელ პერიოდში ჩეხები გააქტიურდნენ და აღმოსავლეთ ევროპის აზარტულ ცენტრად როზვადოვი აქციეს. მაგრამ ყველამ იცის, რომ თუ საქმე ასტრონომიულ თანხებს ეხება, ჩინეთი მთავარი ლოკაციაა. 

20-22 მარტს, მაკაუში მდებარე Babylon Casino-ში პირველი ჩინური ძვირადღირებული ტურნირი - Super High Roller Bowl China გაიმართება, რომლის ბაი-ინი HK$ 2.100.000 ჰონგკონგური დოლარი, ანუ დაახლოებით $270.000 აშშ დოლარი იქნება. ტურნირის ლაინ-აფი, ჯერჯერობით, უცნობია. ტურნირის ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს ექნებათ. ტურნირის საპრიზო ფონდი HK$ 100.000.000-ით - $12.800.000 აშშ დოლარით განისაზღვრა. მონაწილეებს ნებისმიერი რაოდენობის რე-ბაის გაკეთების უფლება ექნებათ. 

Invite-only ტურნირების მთავარი დატვირთვა იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზატორებმა პოკერის მოყვარულებს - მდიდარ ბიზნესმენებსა და მათ სამეგობრო წერს, პოკერის პროფესიონალი მოთამაშეებისგან თავისუფალი გარემო შესთავაზონ. მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ, $1.000.000 დოლარიანი One Drop-ის ივენთზე მოხვდა, სადაც პროფესიონალ გემბლერებს თამაში აკრძალული ჰქონდათ. მაშინდელი ტურნირი მსოფლიო მედიამ სრულ ჩავარდნად შერაცხა. 

მიუხედავად ამისა, 'ტვიტერზე' გაკეთებული პოსტით ირკვევა, რომ ტურნირში მონაწილეობას ლეგენდარული მოთამაშე, პატრიკ ანტონიუსი მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ანტონიუსი პროფესიონალი გემბლერია, ტომ დუანთან და ფილ აივისთან ერთად, ჩინეთის ბიზნეს წრეებში ის საკმაოდ მიღებული ფიგურაა. პატრიკ ანტონიუსმა, სულ ცოტა ხნის წინ, გერმანიაში გამართული PartyPoker Millions მოიგო, რაც მას ჩინური ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს. 

რუმები

ქართული უცხოური