ანტონიო ესფანდიარის გაუმართლებელი ქოლი

გასულ კვირას, Poker After Dark-ის Moving Violation ქეშ-გეიმ სესიაზე საკუთარი უნარების გამოვლენისა და მოყვარული მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მიეცა. მართლაც, ესფანდიარიმ სესია დიდი პლუსით დაასრულა, მაგრამ მისი გამარჯვება საკმაოდ უცნაური, შეიძლება ითქვას სულელური ქოლის შემდეგ მოვიდა. მსგავს ქოლებს, პოკერის მოყვარულები, მხოლოდ დამწყები, არასერიოზული და ზედმეტად აზარტული მოთამაშეებისგან მოელიან. 

ესფანდიარის წინააღმდეგ, სხვა პროფესიონალებთან ერთად, მსახიობი - დონ ჩიდლი, ფილ ლააკის მეუღლე, ასევე მსახიობი - ჯენიფერ თილი და პროდიუსერი რენდელ ემეტი თამაშობდნენ. საკამათო დარიგების დაწყებამდე, ესფანდიარის $370.000 დოლარიანი სტეკი ჰქონდა აკუმულირებული. დარიგებაში მონაწილე მოთამაშეების ხელები ასე გამოიყურებოდა: ანტონიო ესფანდიარი - QJ, ჯენიფერ თილი - AA, ხოლო დონ ჩიდლი - AT. ფლოპზე 8AT დარიგდა. 

პრეფლოპზე, სანამ ჯენიფერ თილი აქტიურობას დაიწყებდა, $16.000 დოლარი შეგროვდა. ტოპ სეტით თილიმ $10.000 დოლარიანი ბეთი გააკეთა, რასაც ორმაგი გათერის იმედად - ესფანდიარის ქოლი და ტოპ ორი წყვილის ხარჯზე - დონ ჩიდლის $43.500 დოლარიანი რირეიზი მოჰყვა. გარკვეული დროის შემდეგ, ჯენიფერ თილიმ $94.000 დოლარიანი სტეკი მაგიდის ცენტრში მოაქცია; დონ ჩიდლი პრაქტიკულად პოტზე 'მიბმული' აღმოჩნდა - დარჩენილი $16.000 დოლარი მან ადვილად წასაგებად განწირულ ბანკში; ამ მომენტისთვის, ესფანდიარის დარიგებაში მხოლოდ $15.000 დოლარი ჰქონდა დახარჯული, მაგრამ დარჩენილი 2 კარტის სანახავად მან მაინც გადაიხადა დამატებითი $94.000 დოლარი. ყველასთვის აშკარა იყო, რომ ესფანდიარი წამგებიან ხელით, მათემატიკური შანსების საწინააღმდეგო ქოლს აკეთებდა. თერნზე 7, ხოლო რივერზე K დაიდო, რამაც ესფანდიარის სთრეითი დაუსრულა და 26%-იანი წარმატება დაუგვირგვინა. 

რუმები

ქართული უცხოური