$10.000.000 დოლარიან სასამართლო დავაში Borgata-ს კაზინომ $27 დოლარი მოიგო

უკვე რამდენიმე წელია, რაც კაზინო Borgata მთელი ძალებით უტევს ფილ აივისა და მის კომპანიონ ჩენ ინ სუნს. ამჯერად კაზინო უშუალოდ ბანქოს მწარმოებელ კოპმანიას - Gemaco-ს დაუპირისპირდა. 

საქმე 2012 წელს მომხდარ შემთხვევას ეხება, როდესაც ფილ აივიმ და მისმა კომპანიონმა კაზინო Borgata-ში ბაკარას სესია ითამაშეს. აივიმ მაშინ ე.წ. edge sorting გამოიყენა, რაც ბანქოს უკანა ზედაპირზე დაშვებული შეცდომებისა და გაპარული ხარვეზების ხარჯზე კარტის ღირებულების ამოცნობას გულისხმობს. ლეგენდარულმა მოთამაშემ $10.000.000 დოლარამდე თანხა მოიგო, თუმცა კაზინომ მოგების გაცემაზე უარი განაცხადა და სასამართლოს მიმართა. 

რამდენიმეწლიანი დავისა და რამდენიმე აპელაციის შემდეგ, მოსამართლემ ფილ აივისა და მის კომპანიონთან დაკავშირებული საქმე დროებით შეაჩერა და კაზინო Borgata-თვის მიწოდებული ბანქოს მწარმოებლის - Gemaco-ს საქმე განიხილა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ბანქოს მწარმოებელ კომპანიას, კაზინოსთვის დაზიანებული და ხარვეზების მქონე კარტის მიწოდების გამო, $27 (ოცდაშვიდი) დოლარის გადახდა დაევალა.

კაზინოსა და ბანქოს მწარმოებელს რამდენიმე დღე აქვთ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. რა თქმა უნდა, Gemaco-ს მხრიდან საქმის გასაჩივრების შანსი ფაქტიურად 0-ის ტოლია, მაგრამ რამდენადაც ის სასამართლო დავაში დამარცხებულად ითვლება, მას გადაწყვეტილების გასაჩივრების, $27 დოლარის გადახდაზე უარის თქმისა და შემდგომი განხილვის უფლება აქვს. მეორეს მხრივ, კაზინოსგან საქმის გასაჩივრება, სავარაუდოდ, აუცილებლად მოხდება, რადგან $10.000.000 დოლარიან დავაში მოგებული $27 დოლარი არც თუ ისე სახარბიელო შედეგი უნდა იყოს. 

რუმები

ქართული უცხოური