გას ჰენსენმა სასამართლო პროცესი მოიგო
სულ ცოტა ხნის წინ, საკუთარი 'ინსტაგრამის' მეშვეობით, გას ჰენსენი სასამართლო დავაზე იუწყებოდა. პოკერის ლეგენდა თავის ყოფილ კომპანიონს - რასმუს ნორს დაუპირისპირდა. საქმე მათ ერთობლივ ბიზნესს ეხებოდა: რასმუს ნორის მუსიკალურ ფესტივალში ინვესტიციების ჩადება სწორედ ჰენსენმა აიღო საკუთარ თავზე და პროექტისთვის $40.000 დოლარი გამოყო. მოგვიანებით, როდესაც თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა, ჰესნენმა კიდევ 1.7 კრონის ინვესტიცია განხორციელა.
ფესტივალების დასრულების შემდეგ, ჰენსენმა კუთვნილი დივიდენდი მოითხოვა, მაგრამ ნორს საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდა. დანიელმა მოთამაშემ არათუ მოგება, საკუთარი ფულის დაბრუნებაც კი ვერ მოახერხა. სწორედ კუთვნილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით უჩივლა ჰენსენმა ყოფილ კომპანიონს.
როგორც 'ინსტაგრამზე' გამოქვეყნებულ ვიდეოში ჰენსენი განმარტავს, მან სასამართლო პროცესი მოიგო, თუმცა გამარჯვების ზეიმი ჯერ კიდევ ადრეა - ანაზღაურება იმდენად მიზერული აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული მოთამაშე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს.